ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ მოვუაროთ კანს ზაფხულში - დერმატოლოგის რჩევები

როგორ მოვუაროთ კანს ზაფხულში – დერმატოლოგის რჩევები

სტატიიდან გაიგებთ როგორ მოვუაროთ კანს ზაფხულის პერიოდში. რადგან ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებით რთული დროა ჩვენი კანისთვის.

როგორ მოვუაროთ კანს და როგორ დავუცვათ ის მზის სხივების ზემოქმედებისგან. მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა კანს სხვადასხვა პრობლემას უქმნის. სწორად მოვლის გარეშე, კანი შეიძლება გამოიფიტოს და გამოშრეს. ნახეთ რამდენიმე რჩევა, როგორ მოვუაროთ კანს ზაფხულში.

ზაფხულში, მზის სხივების ინტენსიურობის გამო, კანი უფრო ხშირად ხდება მშრალი. მნიშვნელოვანია ყოველდღიური დატენიანება, რომ კანი არ გამოიფიტოს. ჰიალურონის მჟავა და ნივთიერებები, როგორიცაა ალოე ვერა კარგია კანის დატენიანებისთვის.

მზისგან დაცვა

ზაფხულში მზე ყველაზე მეტად იწვევს კანის პრობლემებს, მათ შორის დერმატიტსა და ფოტოდაბერებას გამოიყენეთ ფართო სპექტრის SPF 30 ან უფრო მაღალი მზისგან დამცავი საშუალება და ის წაისვით ყოველ 2-3 საათში ერთხელ. ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ მზისგან დაცვა მხოლოდ სახეზე კი არა, სხეულის ნებისმიერ ზონაზე უნდა მოხდეს.

მეტი წყლის მიღება

წყალი აუცილებელია კანის ჯანმრთელობისთვის. ზაფხულში, როცა ოფლის გამოყოფა უფრო აქტიურია, ორგანიზმი უფრო მეტად კარგავს წყალს. ამიტომ, უნდა დალიოთ მეტი წყალი, რათა შეინარჩუნოთ კანის ტენიანობა და შეამციროთ მისი გამოშრობის რისკი.

მსუბუქი მაკიაჟი

ზაფხულში მძიმე მაკიაჟი კანისთვის შეიძლება ნეგატიური ფაქტორი იყოს, რადგან ის ხურავს ფორებს და ართულებს კანის სუნთქვას. აირჩიეთ მსუბუქი ტექსტურის პროდუქტები, როგორიცაა BB კრემები ან ტონალური დამატენიანებელი. ეს დაეხმარება კანს სუნთქვაში.

რეგულარული გაწმენდა

საღამოს რეგულარული გაწმენდა აუცილებელია, რათა კანს მოვაშოროთ დაბინძურება, ოფლი და მაკიაჟის ნარჩენები. გამოიყენეთ ნაზი გამწმენდი საშუალებები, რომ არ გააღიზიანოთ კანი და შეინარჩუნოთ მისი ბუნებრივი ბალანსი.

ცივი შხაპი

ზაფხულში ცივი შხაპი არა მხოლოდ ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, არამედ ამშვიდებს კანს. ეს ეფექტი შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო იყოს მზისგულით ან გარე აქტივობებით გამოწვეული გაღიზიანებისთვის.

ზაფხულის პერიოდში მოვუაროთ კანს რაც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. რეგულარულ დატენიანებას. მზისგან დაცვა და სწორი კვება უზრუნველყოფს კანის ჯანმრთელობასა და სილამაზეს მთელი ზაფხულის განმავლობაში.

READ  “უწყვეტი სამედიცინო განათლება განადგურდა 2004 წლიდან, მიხეილ სააკაშვილი რომ მოვიდა, დედა უტირა!”

კითხვის გაგრძელება

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები