ფრჩხილები რომ ჯანმრთელი იყოს, მათ კარგი მოვლა სჭირდება,
რაც გულისხმობს როგორც ჰიგიენის დაცვას, ისე ესტეთიკურ მხარეზე ზრუნვას.
უნდა აღინიშნოს, რომ მოვლილი ფრჩხილი მხოლოდ ლამაზად წასმულ ლაქს არ ნიშნავს (გახსოვდეთ, რომ ლაქი უბრალოდ დროებით ფარავს დეფექტს). ხშირად, ფრჩხილების სტრუქტურის დარღვევას ორგანიზმში კოლაგენისა და ელასტინის დეფიციტი განაპირობებს. როგორც კანს და თმას, ფრჩხილებსაც სჭირდება კვება. ეს კი სწორი კვებითა და ნუტრიკოსმეტიკით არის შესაძლებელი.
ფრჩხილის გაქლიბვის დროს მოძრაობა ყოველთვის მხოლოდ ერთი მიმართულებით უნდა შეასრულოთ. წინ და უკან გაქლიბვა იწვევს ფრჩხილების დაყოფას.
ვიტამინების ნაკლებობამ, მაგალითად, B ჯგუფის ვიტამინების, როგორებიცაა ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12, არასაკმარისმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სუსტი, დაზოლილი და მტვრევისკენ მიდრეკილი ფრჩხილები. ფოლიუმის მჟავას მიღების საუკეთესო გზა ვიტამინებით მდიდარი საკვებია: ლობიო, მარცვლეული და ა.შ.
ყველაზე სუფთა და მოწესრიგებულ სალონშიც შესაძლოა მოხდეს დაინფიცირება აღნიშნული პროცედურის შედეგად. როგორც ექსპერტები გვაუწყებენ, უსაფრთხო გზაა არა ნუნის მაკრატლით მოჭრა, არამედ მისი ჩაწევა.
ფრჩხილის ლაქი ხელს უშლის ფრჩხილში ჰაერის შეღწევას, ამიტომაც ნებისმიერი ფერის ლაქი ყვითელ შეფერილობას აძლევს ფრჩხილს. რაც უფრო მეტი პიგმენტია ლაქში, როგორიცაა: წითელი, მეწამული, შავი ან ლურჯი, მით მეტად ყვითელია ფრჩხილი.
ფრჩხილის ნაზი გაპრიალებით მას მოვაშორებთ იმ ყვითელ ელფერს, რომელსაც ტოვებს ლაქი. ეს საშუალებას მისცემს ჰაერს შეაღწიოს ფრჩხილის ფირფიტაში, რაც ფრჩხილს უფრო ვარდისფერს და ჯანსაღ შესახედაობას აძლევს, თუმცა, ასეთი ფრჩხილები მალე ტყდება და კარგავს ბუნებრივ ბზინვარებას. ფრჩხილის ფირფიტის გასაპრიალებლად არასდროს გამოიყენოთ ქლიბი. ის ზედმეტად უხეშია და შეიძლება აიღოს ზედმეტი შრეები. ფრჩხილი ლაქისგან უნდა დაასვენოთ რამდენიმე კვირაში ერთხელ.