ბოტანიკოსი ალექსეი გორობლი გვირჩევს, როგორ გავზარდოთ ჭირვეული ორქიდეა პირდაპირ აივანზე

0
86
#image_title

ორქიდეა ჭირვეული ყვავილია, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. თავის მხრივ, მადლიერებას და მის მიმართ კარგ დამოკიდებულებას აუცილებლად დაგიფასებთ: შესაძლოა ნახევარი წელი იხაროს და საკუთარი სილამაზით გაგახაროთ.

ორქიდეა რომ  გაიზარდოს მთელი რიგი კომბინაციების ჩატარებაა საჭირო: კარგი ნიადაგი, საკმარისი რაოდენობის წყალი, ნესტიანი ჰაერი, შესაფერისი განათება, სასუქი.

ბოტანიკოსი ალექსეი გორობლი გვირჩევს, როგორ გავზარდოთ ჭირვეული ორქიდეა პირდაპირ აივანზე

1. როგორ მოვრწყათ ორქიდეა

ამ ყვავილს წყალში ყოფნა არ უყვარს. თბილ სეზონზე საკმარისია ის კვირაში ერთხელ მორწყათ, ცივ სეზონზე კი ორ კვირაში ერთხელ. იმაზე, ჰყოფნის თუ არა მცენარეს წყალი, მისი ფურცლები გიკარნახებენ.

არასაკმარისი მორწყვის დროს ფოთლები “მოიწყენენ”, გადაჭარბებისას კი ზედმეტად გაიფურჩქნებიან. მორწყვისთვის განკუთვნილი წყალი გაფილტრული ან ადუღებული უნდა იყოს, აუცილებლად თბილი – დაახლოებით 25 გრადუსი.

ბოტანიკოსი ალექსეი გორობლი გვირჩევს, როგორ გავზარდოთ ჭირვეული ორქიდეა პირდაპირ აივანზე

2. განათება ორქიდეისთვის

ყვავილს ნათელი, გაფანტული სინათლე უყვარს. სჯობს ის ფანჯრის რაფზე მოათავსოთ, რომელიც სამხრეთ მხარეს გადის, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ დატოვოთ ფანჯრისგან შორს, ბნელ ადგილას. არასაკმარისი სინათლის შემთხვევაში მისი ფოთლები გამუქდება და ფერადი კვირტები ჩამოვარდებიან.

ბოტანიკოსი ალექსეი გორობლი გვირჩევს, როგორ გავზარდოთ ჭირვეული ორქიდეა პირდაპირ აივანზე
3. ტენიანობა და ჰაერის ტემპერატურა
ორქიდეის არსებობის ბუნებრივი პირობები ტროპიკებშია, სადაც ჰაერის ტენიანობა 50-80 გრადუსს აღწევს. იმისთვის, რომ მსგავსი პირობები სახლში შექმნათ, ჰაერის დამატენიანებელი უნდა გამოიყენოთ. ზაფხულში კი ყოველდღიურად უნდა დანამოთ.
ბოტანიკოსი ალექსეი გორობლი გვირჩევს, როგორ გავზარდოთ ჭირვეული ორქიდეა პირდაპირ აივანზე
4. სასუქი
ეს მცენარე ფიჭვის ფესვში ვითარდება. მას ყვავილების მაღაზიებში ყიდიან და ხშირად ყვავილის კვებისთვის იმ საჭირო კომპონენტებს ამატებენ, როგორებიცაა ხავსი, ნახშირი, ტორფი, გვიმრას ფესვი. მსგავს სუბსტრატში ყვავილი ნახევარ წელს იცოცხლებს. გადანერგვის შემდეგ ორქიდეა ახალ სუბსტრატში ახალი მკვებავი ნივთიერებების წყალობით, უფრო სწრაფად ხარობს.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ