ოქროს გლობუსის მფლობელმა ფილმმა AI-ის გამოყენების გამო კრიტიკა დაიმსახურა
ოქროს გლობუსის მფლობელი, რეჟისორ ბრედი კორბეის ისტორიული დრამა, რომელიც გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ფილმი იყო, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამო ცხარე განხილვის საგნად იქცა.
ფილმის მემონტაჟე, დავიდ იანჩო გამოტყდა რომ მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობების, ედრიენ ბროუდისა და ფელისიტი ჯოუნსის, შესრულების “გასაუმჯობესებლად” უკრაინული AI ტექნოლოგია, Respeecher, გამოიყენეს.
უფრო ზუსტად, კი ხელოვნური ინტელექტით მსახიობების უნგრულენოვანი დიალოგების ჟღერადობა დახვეწეს.
ამ ფაქტის გამჟღავნების შემდეგ ფილმის გარშემო აჟიოტაჟი ატყდა და ბევრმა ისიც კი განაცხადა, რომ ბრუტალისტი ყველა კინოდაჯილდოებიდან უნდა მოხსნილიყო.
კრიტიკული გამოხმაურების შემდეგ, ფილმის რეჟისორს განმარტების გაკეთება მოუწია. მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტით ედრიენისა და ფელისიტის შესრულება არ შეუცვლიათ.
,,ისინი თვეების განმავლობაში მუშაობდნენ სპეციალისტთან, რათა აქცენტი გაეუმჯობესებინათ. ინოვაციური ტექნოლოგია კი მხოლოდ უნგრულენოვანი დიალოგების დასამუშავებლად იქნა გამოყენებული, უფრო ზუსტად, კონკრეტული ხმოვნებისა და ბგერების დასახვეწად.” -აღმიშნა კირბეიმ.
,,კინოინდუსტრიაში ხელოვნურ ინტელექტზე საუბარი საჩოთიროდ ითვლება, მაგრამ ასე არ უნდა იყოს”, — აცხადებს მემონტაჟე.
ამასობაში, ბრუტალისტი ოსკარის არაერთი ნომინაციის მთავარ პრეტენდენტად მოიაზრება. ფილმმა ოქროს გლობუსზე სამი ჯილდო აიღო: საუკეთესო მხატვრული ფილმის, საუკეთესო მსახიობი კაცისა (ედრიენ ბროუდი) და საუკეთესო რეჟისორის (ბრედი კორბეი) ნომინაციებში.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები