პროდუქტების ვადა

0
80
#image_title

რაც არ უნდა სწრაფი იყოს დიასახლისი, რთულია გააკონტროლო ყველაფერი რაც სამზარეულოში ხდება. მაგალითად, სუნელები, თაფლი და სხვა პროდუქტები მიჩნეულია როგორც “სამუდამოები”.  წარმოგიდგენთ 7 გაფუჭებად პროდუქტს, რომლებიც სამზარეულოს თაროებზე წლობით შეიძლება გვედოს. ზოგიერთი მათგანი ჯანმრთელობისთვის საშიშიც კია. 10-დან 8 დიასახლისი ფატალურ შეცდომას უშვებს ამაზე თვალს რო ხუჭავს…

 

დაფქული სუნელები

პროდუქტების ვადა | შენი სილამაზე

ბოლოს როდის განაახლეთ სუნელების მარაგი?

ყველა პროდუქტს თავისი ვადა აქვს, სუნელები გამონაკლისები არ არის. მარცვლოვანი საკმაზები სწორი შენახვის შემთხვევაში 5 წელზე მეტხანს არ ფუჭდებიან, მაგრამ დაფქული სუნელები 1-2 წლის შემდეგ აღარაფრად ღირან. 2 წლის შემდეგ აუცილებლად გადააგდეთ კონკრეტული სუნელი და ახლით ჩაანაცვლეთ.

შოკოლადი

პროდუქტების ვადა | შენი სილამაზე

ეს ღვთაებრივი ტკბილეული მარადიული არაა – მისი ვადა სულ რაღაც 1 წელია. თუ აღმოაჩენთ რომ თეთრდება და სურნელს კარგავს, გადააგდეთ. 6 თვე არაუშავს, მაგრამ ამის შემდეგ გაფუჭებას იწყებს.

ვანილის შაქარი

პროდუქტების ვადა | შენი სილამაზე

მისი შენახვა 1 წელზე მეტხანს არ შეიძლება. ჩვეულებრივი შაქარი 5 წელს ძლებს თუ მას ტომარაში 11-25 გრადუსზე მოათავსებთ. ვანილის შაქარი კი 1 წლის შემდეგ აუცილებლად გაფუჭდება, რომც არ ეტყობოდეს.

გამაფხვიერებელი

პროდუქტების ვადა | შენი სილამაზე

მისი ვადა საკმაოდ მოკლეა – მხოლოდ 9-12 თვე.

ჩაი

პროდუქტების ვადა | შენი სილამაზე

თუ ჩაის პაკეტებს ჰაერის დამხშობ ჭურჭელში არ მოათავსებთ, გემოს მალე დაკარგავს. არ გაფუჭდება, თუმცა გემრიელ არომატს გამოემშვიდობეთ. შუშის ან რკინის ქილები მას სიცოცხლეს უფრო დიდხანს შეუნარჩუნებს.

ხახვი

პროდუქტების ვადა | შენი სილამაზე

შეინახეთ ჰაერის დამხშობ ნივთში: ქაღალდის ან ხის ყუთში. ასე ხახვი 3 თვემდე შეინახება.

თაფლი

პროდუქტების ვადა | შენი სილამაზე

ხარისხიანი თაფლი ფერმიდან შესაძლოა 3 წელი შენარჩუნდეს. სამწუხაროდ მაღაზიებში ნაყიდი თაფლების 50 % შაქრისა და კონსერვანტების წყაროა. ასეთი პროდუქტი მხოლოდ 9-12 თვე უნდა იქონიოთ.

author avatar
SheniSilamaze.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  გამოიყენეთ ეს პატარა ხრიკი და თქვენი კერძი მუდამ შეუდარებელი იქნება.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ