სეზამის მარცვლები და სეზამის რძე ჭიქაში ხის მაგიდაზე

როგორ შევწყვიტოთ ტკბილის ჭამა

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

არაფერი ისე არ ამაღლებს განწყობას, როგორც ნამცხვრის ან შოკოლადის ტორტის ნაჭერი და კარამელი ჩაით. არაა გასაკვირი, რომ ტკბილზე უარის თქმა სერიოზული გადაწყვეტილებაა. როგორ შევწყვიტით ტკბილის ჭამა სტატიიდან შეიტყობთ

როგორ შევწყვიტოთ ტკბილია ჭამა? ბევრი ცდილობს თავი დესერტებით შეიზღუდოს, თუ სურს ეს ფიგურაზე აისახოს. სამწუხაროდ, ხშირად ეს რთულია… წარმოგიდგენთ რჩევებს როგორ თქვათ უარი ტკბილზე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

სეზამის რძე

ხშირად ტკბილეულის მიმართ ლტოლვა უმიზეზოდ არ ჩნდება. გლუკოზის მაღალი შემცველობის მიღების სურვილს ორგანიზმში კალციუმის და მაგნიუმის ნაკლებობაც იწვევს. გახდომისკენ მიდრეკილი სხეული ნაკლებ ენერგიას გამოიმუშავებს და გლუკოზის სურვილი ამ შემთხვევაშიც იზრდება.

როგორ ვთქვათ უარი იმაზე, რასაც სასარგებლოს რთულად ვუწოდებთ? გამოიყენეთ სეზამი. მასში დიდი რაოდენობით კალციუმი, მაგნიუმი და სხვადასხვა ვიტამინთა ნაკრებია. მაღალკალორიულია, თუმცა ორგანიზმს საჭირო ენერგიას მატებს და თქვენს წონაზე არ აისახება. მოამზადეთ სეზამის რძე!

რა გჭირდებათ

  • 100 გ უცხიმო სეზამი
  • 2 ჩ.კ. თაფლი
  • 1 ლ წყალი

დატოვეთ სეზამი წყალში მთელი ღამით. დილით გარეცხეთ მარცვლები, გაატარეთ ბლენდერში, დაამატეთ 1 ჭიქა წყალი, თაფლი და დაჭყლეტილი მარცვლები. შემდეგ დაამატეთ დარჩენილი წყალი და კვლავ ბლენდერში აუერიეთ. თუ წყალი არ დაგრჩათ, მარცვლები გამოწურეთ. თაფლი აუცილებელი არაა, მარა არც გაწყენთ.

მიიღებთ 1 ლიტრა სეზამის რძეს, რომელიც დილით, საკვების მიღებამდე უნდა დალიოთ. ტკბილეულის მიღების სურვილი რამდენიმე დღეში დაგეკარგებათ, მასთან ერთად სისუსტის გრძნობაც. სეზამის უპირატესობა იმაშია, რომ კალციური უფრო სწრაფად მოხმარდება ორგანიზმს, ვიდრე წყლის შემთხვევაში.

სასმელი ფრჩხილების და თმის ჯანმრთელობის საკითხშიც გამოგადგებათ. ის ანტიოქსიდანტებსაც შეიცავს, რომლებიც დაბერებისგან გიცავენ და კიბოს განვითარების რისკს ამცირებენ. გახსოვდეთ, რომ შემწვარი სეზამი თავის სასარგებლო თვისებებს კარგავს. სეზამის რძე შეგიძლიათ გამოიყენოთ გამომცხვარ კერძებში ან ხილის კოქტეილებში.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

READ  წონის დაკარგვის საიდუმლო
სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). როგორ შევწყვიტოთ ტკბილის ჭამა. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%95%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%97/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის