BB კრემი არის ტონალურის მსგავსი მაკიაჟის პროდუქტი, რომელიც მოიცავს ჰიდრატაციას, დაბერების საწინააღმდეგო თვისებებს და SPF დაცვას.გაეცანით მის სასარგებლო და უარყოფით თვისებებს აქ: https://www.healthline.com/
პირველ რიგში, BB კრემი დაგიზოგავთ არა მხოლოდ დროს, არამედ ფინანსებსაც, ის ასრულებს ერთგვარ მაკიაჟის ფუნქციას, იცავს სახეს დაბერებისაგან, ნაოჭებისაგან და მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან.მისი გამოყენებისას თქვენი სახე გამოიყურება უფრო ბუნებრივად და ვერ იგრძნობთ სიმძიმეს სახეზე, როგორც მაკიაჟს, აქვს ასევე კარგი დაფარვა თუ თქვენ გაქვთ რაიმე ნაკლოვანება, გამონაყარი, ლაქები ან სხვა.კრემი არის საკმაოდ მსუბუქი და მისი გადანაწილება თითების საშუალებითაც შეგიძლიათ, ამით ის უფრო მარტივად შეიწოვება კანის სიღრმეში და თანაც ღრმად ატენიანებს მას მთელი დღის განმავლობაში.
BB კრემი გამოირჩევა იმით, რომ ის ყველა ტიპის კანისთვისაა შესაფერისი ცხიმიანი, მშრალი, კომბინირებული და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვისაც.თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ BB კრემი, როგორც თქვენი ყოველდღიური რუტინის ნაწილი.თუ თქვენი კანი ცხიმიანია, BB კრემში დამატენიანებელი შეიძლება იყოს საკმარისი. თუ თქვენ გაქვთ ნორმალური ან მშრალი კანი, შეიძლება დაგჭირდეთ დამატენიანებელი გამოიყენოთ BB კრემამდე.არ დაგავიწყდეთ, რომ პროდუქტი გამოიყენოთ სუფთა და დაბანილ სახეზე, რათა მიიღოთ სასურველი ეფექტი.
წყარო: https://www.healthline.com/
მასალის გამოყენების პირობები