შაბათი, აპრილი 20, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი"ბავშვობიდან  მინდოდა, ექიმი გამოვსულიყავი" - ექსკლუზიური ინტერვიუ MMA-ის მებრძოლ, დაუმარცხებელ ელენე ლოლაძესთან,...

“ბავშვობიდან  მინდოდა, ექიმი გამოვსულიყავი” – ექსკლუზიური ინტერვიუ MMA-ის მებრძოლ, დაუმარცხებელ ელენე ლოლაძესთან, რომელმაც პროფესიონალური კარიერა ნოკაუტით გახსნა

Shenisilamaze.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს MMA-ის მებრძოლ ელენე ლოლაძესთან, რომელმაც რამდენიმე დღის წინ MMA-ის პროფესიონალური კაერიერა ნოკაუტით გახსნა. მან სადებიუტო ბრძოლა 27 წამში მოიგო. ელენე ლოლაძემ დაამარცხა თურქი ესმა ქესკინკილიჩი.

სპორტის არ არის ადვილი “ამოცანა”, რადგან ეს არის შეგნებული ნაბიჯი ძალისხმევისკენ, რომელიც უნდა განახორციელო სასურველი შედეგების მისაღწევად. ვფიქრობ, სპორტში მკაფიო მიზნებით შედიხარ, მაგრამ მათი მიღწევა არ ჰგავს “ვარდებით მოფენილ საწოლს”… თუმცა, შედეგი ამად ნამდვილად ღირს და ამას ჩვენი რესპონდენტის ინტერვიუც ადასტურებს ✨️💫

  – ელენე, სპორტის ამ სახეობით რა  ასაკიდან დაინტერესდით?

 – 16 წლის ვხდებოდი, როდესაც  დავიწყე ვარჯიში კიკბოგსინგზე.  თუმცა მაშინ არ ვფიქრობდი,  პროფესიონალურად მომეკიდა სპორტისთვის ხელი, უბრალოდ, ეს იყო ფორმაში ყოფნის კარგი  საშუალება ჩემთვის.

  – გვიამბეთ რინგზე თქვენი გამოჩენისა და პირველი ტურნირის შესახებ… 

ვარჯიშის დაწყებიდან  ზუსტად  8 თვეში მწვრთნელმა შემომთავაზა, შეჯიბრზე გამოვსულიყავი, რაც ძალიან გამიკვირდა, რადგან ჯერ კიდევ არ  ვიცოდი, გოგონებშიც თუ ტარდებოდა  შეჯიბრებები.  სიმართლე რომ  გითხრათ, ვერც ვაცნობიერებდი, სად მივდიოდი  და სწორედ ამგვარად აღმოვჩნდი პირველად რინგზე.

შემდეგ იყო პირველი  სერიოზული ტურნირი, მსოფლიო თასის ჩემპიონატი და გამარჯვებები   _რამდენიმე გამარჯვების შემდეგ გავემგზავრეთ იტალიაში  კიკბოგსინგის  მსოფლიო თასზე,   სადაც  ოქროს მედალს დავეუფლე  და მას შემდეგ   უფრო სერიოზულად  მოვეკიდე სპორტს. თუმცა არც  ბავშვობიდან  და არც პირველი დიდი  მიღწევის მერე  ჩემს თავს არ  მოვიაზრებდი სპორტში ხანგრძლივი პერსპექტივით…

 _ბავშვობიდან გსურდათ, სპორტს  გაჰყოლოდით თუ პატარა ელენეს ჰქონდა სხვა მიზნები და სურვილები

 – ბავშვობიდან  მინდოდა, ექიმი გამოვსულიყავი და სწავლის გაგრძელებასაც მაგ მიმართულებით  ვაპირებდი..

– ვინ  იყო  მოტივატორი თქვენი რინგზე  გამოჩენისა?

სიმართლე გითხრათ, რინგზე  გამოსასვლელად  მოტივატორი    არასოდეს მყოლია…                                         _ საინტერესოა, სულ რამდენი ორთაბრძოლა გაქვთ  გამართული..?     ზუსტი ციფრი არ  მახსოვს, თუმცა დაახლოებით 70-მდე, მათ შორის, 30 ორთაბრძოლა ბოლო 1 წლის მანძილზე  გავმართე

რამდენად  ხშირია ტრავმები..?

 – ძალიან  ხშირია, თუმცა, საბედნიეროდ, ამ საკითხს ჩემი გუნდი   პროფესიონალურად უდგება – პრევენციის მიზნით, ყველა საჭირო ნორმას  ვიცავ, რომ ტრავმები ან საეთოდ არ  მივიღო, ან თუ  მივიღებ, ძალიან სწრაფად მოვიშუშო. ბოლო წლების  მანძილზე სერიოზული ტრავმა არ  მქონია და შესაბამისად,  მუდმივად  აქტიური ვარ

  –  როდის გადაწყვიტეთ MMA-ში გადასვლა და რამდენად რთულია ქალისთვის ამ პროფესიაში ყოფნა?        – MMA- ში გადასვლა იყო ჩემი  მწვრთნელის იდეა. ის მიიჩნევდა, რომ  ამ  მიმართულებით  ბევრად  მეტი  პერსპექტივები  იყო.  ამ შემთხვევაშიც  არ  მყოლია მოტივატორი, უბრალოდ, ვაკეთებდი  იმას, რაც  საჭირო იყო  მიზნების მისაღწევად. მივიჩნევ, რომ   მთავარი მოტივატორი საკუთრი თავის  ისევ  მე ვარ და სპორტსმენს არ  უნდა სჭირდებოდეს სხვა მოტივატორი   მიზნის მისაღწევად.                  ქალისთვის განსაკუთრებით რთულია ამ პროფესიაში ყოფნა, რაც  არ  უნდა სექსისტური გამოვიდეს ჩემი  ნათქვამი, ფაქტია, რომ  ქალის და მამაკაცის  ორგანიზმი  დიდად განსხვავდება… მძიმე სპორტული  დატვირთვა  აისახება ქალების  ჰორმონალურ  ბალანსზე,   რაც  ხშირად  ქმნის პრობლემებს,  რის გამოც ქალების ფიზიკური  მდგომარეობა  სტაბილური არ არის  ყველა პერიოდში,    განსხვავებებით მამაკაცებისგან და ზოგჯერ  გვიწევს  ბრძოლის გამართვა  ისეთ დროს ,  როდესაც ჩვენი  ფიზიკური   კონდიციები  განახევრებულია.

 _ ელენე, როგორი იყო  შენი ოჯახის წევრების რეაქცია, როცა გაიგეს, რომ ამ სპორტით იყავი დაკავებული..?            – ოჯახის წევრებს განსაკუთრებული  რეაქცია არ ჰქონიათ,  რადგან ეს ყველაფერი თანდათანობით მოხდა და რაღაც  ეტაპზე მე თვითონაც ვერ  ვიაზრებდი, ისე იცვლებოდა ჩემი  გეგმები და სურვილები.

 _როგორი გრძნობაა, იყო ერთერთი  დაუმარცხებელი, წარმატებული ქალი ამ სპორტის მიმართულებით ..?                  – ის ფაქტი, რომ ამ სპორტში  დაუმარცხებელი ვარ, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა ამის მიზეზი ის არის, რომ, ალბათ, დედამიწაზე ჩემზე მეტად არავის უყვარს გამარჯვება და არავის სძულს მარცხი. ვფიქრობ, სწორედ ამ   მენტალიტეტის დამსახურებით   ვიმარჯვებ ხშირად, მაშინაც კი, როცა  ჩემი  მეტოქეები  ფავორიტები  არიან.

რაც შეეხება მთავარ, დამაგვირგვინებელ ორთაბრძოლას, გვიამბე დეტალები…   როგორც  აღვნიშნე, ბოლო წლის მანძილზე 30 ორთაბრძოლა ჩავატარე და ეს ორთაბრძოლები   გადანაწილებული იყო  ჩვიდმეტ  სხვადასხვა  ტურნირსა და  პროპესიონალურ  “ივენთზე”. მათ შორის იყო  სამი მსოფლიო ჩემპიონატი   სპორტის სხვადასხვა სახეობაში და ასევე ოლიმპიადა ევროპის ქვეყნებს შორის ,,ევროპული თამაშები”… უკანასკნელი ბრძოლა გავმართე პროფესიონალურ MMA-ში, სადაც 27 წამში ნოკაუტით  დავამარცხე  თურქი  სპორტსმენი.

 _შესრულებული ილეთი, რომელიც ჯერ არავის გამოუყენებია ორგანიზაციის ისტორიაში, რომელი ქვეყნის წარმომადგენელთან მოგიწიათ ამ  ილეთის           შესრულება..?

ისე გამოვიდა, რომ  წელს ბევრი  იშვიათი და უნიკალური ილეთი  შევასრულე…                                                          პირველად  ეს იყო  ბრაზილიური  ჯიუ ჯიცუს მსოფლიო  ჩემპიონატზე, ფინალურ ორთაბრძოლაზე, სადაც  16 წამში  გავაკეთე  ხელის  მტკივნეული ილეთი.  შემდეგი  ტურნირი, რომელშიც  რამდენიმე უნიკალური  ილეთი  შევასრულე  იყო ADCC ტაილანდის ღია პირველობა,  სადაც გამოვედი  ჩემს წონაში   და ასევე აბსოლუტურ  წონაშიც, ჯამში ამ  ტურნირზე 6 ორთაბრძოლა ჩავატარე და 6-ვე  მტკივნეული ილეთით  დავასრულე,  რომელთაგან,     3 იყო  ძალიან  იშვიათი  ილეთი, რომელიც  აღნიშნულ ტურნირზე  არავის შეუსრულებია. ესენია:  ,,ტიფი ჩოუქი”      ჩინელი  სპორტსმენის  წინააღმდეგ,   ,,ვან ფლუ ჩოუქი” ამერიკის შეერთებული  შტატების  სპორტსმენის წინააღმდეგ და ,,ფლაინგ  არმ ბარი”  შვედეთის წარმომადგენლის წინააღმდეგ.  ეს უკანასკნელი  აბსოლუტური წონის ფინალში   შევასრულე, შეხვედრის დაწყებიდან  რამდენიმე წამში .

რაც შეეხება MMA-ს მსოფლიო ჩემპიონატს,  აქ ჩინელი  მეტოქის წინააღმდეგ  შევასრულე     ,,გოგოპლატა,”  რომელიც MMA-ს გლობალური ასოციაციის ისტორიაში  შესრულებული არ იყო და  ზოგადად  გოგოს არასოდეს  შეუსრულებია არსად… MMA-ს  მსოფლიო ჩემპიონატზე დავამარცხე ჩინეთის, ესპანეთის,    ბოსნია ჰერცოგოვინის და სომხეთის  წარმომადგენლები,  ხოლო ჯიუ ჯიცუს  მსოფლიო ჩემპიონატზე საუდის  არაბეთის,  ბრაზილიის, ბრიტანეთისა და თურქეთის სპორტსმენებს ვძლიე.

                                                                                      _წინა საბრძოლო მზადება რამდენად რთულია სპორტსმენითვის? როგორ      იკვებები ბრძოლამდე და ბრძოლის შემდეგ? რა ვარჯიშებს გადიხართ ბრძოლამდე?                                                       – წინა საბრძოლო მზადება  ყველა ტურნირისთვის  და სპორტისთვის განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რა ფორმატის ტურნირია. მოგეხსენებათ,  9 სპორტის სახეობაში  გამოვდივარ  და ისინი ძალიან  გასხვავდება ერთმანეთისგან… მოსამზადებელი  პერიოდიც განსხვავებული აქვთ,  თუმცა იმის გამო, რომ ჩემი საბოლოო მიზანი UFC- ის ჩემპიონობაა,  ყოველთვის ისე ვატარებ ჩემს მოსამზადებელ პერიოდს, რომ ხელი არ  შეეშალოს ჩემი  საბოლოო მიზნის მირწევას  და შესაბამისად, მიწევს დღეში 2-3 ჯერ  ვარჯიში. ეს ყველაფერი   განსაკუთრებით  რთული  ხდება მაშინ, როდესაც  წონის დაკლების  მიზნით მკაცრ დიეტას ვიწყებ.  წონის კლებაც  და მატებაც  ამ სპორტის  შემადგენელი  ნაწილია და ესეც იმდენადვე  პროფესიონალურად უნდა იქნეს  შესრულებული, რამდენადაც სხვა ტექნიკური კომპონენტები…  რა თქმა უნდა, ეს მარტივი  საქმე არ  არის  და სჭირდება  ფსიქოლოგიური  და ფიზიკური  მზაობა. არის ხოლმე მომენტები, უბრალოდ, მეტირება…    ასევე  მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი   ისე გაკეთდეს, რომ  ორგანიზმმა  მინიმალური  ზიანი   მიიღოს და არ  აისახოს  ბრძოლის ხარისხზე. ბოლო პერიოდში იმდენად  დომინანტი ვიყავი ყველა სპორტში, რომ  ჩემმა მწრთვნელმა  გადაწყვიტა, ბ მძიმე ფიზიკური დატვირთვების ნაცვლად,   აქცენტი  ჩემს  ტექნიკურ   განვითარებაზე  გაეკეთებინა ბრძოლის წინა პერიოდშიც კი, რაც  ზოგადად, ასე არ  ხდება და როგორც  წესი,  ბრძოლის  წინა  პერიოდში   სპორტსმენები   მთავარ  აქცენტს  ფიზიკურ  კონდიციებზე   აკეთებენ.  ჩემს შემთხვევაში კი  ბოლო  დროს ამის საჭიროება აღარ იყო იქიდან  გამომდინარე,   რომ  მეტოქეებს ყველა კომპონენტში  განსაკუთრებულად  აღვემატებოდი  და ყველა ის ტურნირი   იყო უბრალო გზა იმ მიზნისთვის,  რის მირღწევასაც ვგეგმავთ. შესაბამისად, ვარჯიშსაც  მხოლოდ  მთავარი  მიზნის მისაღწევად ვაგრძელებდით  და დროს არ  ვკარგავდით ფიზიკური კონდიციების დროებით გაუმჯობესებაზე.   თუმცა იყო დრო, როდესაც  ასე  მარტივად  ვერ  ვიგებდი   ბრძოლებს და იმ  პერიოდში ბრძოლის წინა მოსამზადებელი  შეკრება ძალიან  კომპლექსური  და მიზანზე  ორიენტირებული იყო  ხოლმე…

 _ როგოროა – THE  BLOOD FAIRY ,,სისხლის ფერიაისტორია…                      – სისხლის ფერია დამარქვა მწრთვნელმა  ჩემი სპორტული  კარიერის დასაწყისში.   ჯერ  კიდევ  16  წლის გამხდარი  გოგო  ვიყავი,    როდესაც  საქართველოში  ვმართავდი  ბრძოლას და წრთვნელმა  დადო  ჩემი  ფოტო  ფეისბუქზე  და დააწერა ჩვენს  ფერიას  მხარდაჭერა  სჭირდებაო . აღნიშნულ  ბრძოლაში  გამისკდა   შუბლის კანი  და საკმაოდ  ბევრი  სისხლი   დავღვარე, თუმცა ის  ბრძოლა ჩემი  გამარჯვებით დასრულდა,  მწრთვნელმა კი  როდესაც  სისხლიანი  დამინახა, თქვა: ახლა კი  ნამდვილად  “სისხლის ფერია” ხარო და მას შემდეგ  ამ ზედმეტსახელს ვატარებ…                        _ზღვარს  ვერაფერს დაუდებ, რაც უფრო  მეტს  ოცნებობ, მით უფრო  შორს მიდიხარ, რა არის  ელენეს მთავარი მიზანი..?                                              –  რაც შეეხება ჩემს მიზნებს…  ეს პრობლემაა,  ჩემს  საწყის მიზნებს საკმაოდ  მალე მივაღწიე,  გავხდი,  MMA-ს  ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი,  ასევე  ბრაზილიური  ჯიუ ჯიცუს  მსოფლიო ჩემპიონი,   ასევე ოლიმპიური პრიზიორი   ტაილანდურ  კრივში   და ა.შ.  ამ ყველაფრის შემდეგ ნელ-ნელა მოტივაციას ვკარგავდი,  რადგან  აღარ მრჩებოდა  ისეთი  მიზნები, რისი შესრულებაც  რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას მოახდენდა ჩემს ჩხოვრებაში, თუმცა ახალი  მიზანი  დავისახე, რომ  გავხდე საუკეთესო  ქალი  სპორტსმენი  საბრძოლო  სახეობების  ისტორიაში. ვფიქრობ  ასეთი სტატუსი არ არსებობს და თუ მომავალში  იარსებებს მინდა, რომ  ამ სტატუსის  მატარებელი   გავხდე. სწორედ  ამიტომ   ვასპარეზობ  9 განსხვავებულ  სპორტის სახეობაში,    რომელთაგან  თითოეულის  მსოფლიო ჩემპიონობა  სპორტსმენთა უმრავლესობისთვის  ცხოვრების მთავარი მიზანია. მე 21 წლის ასაკში   უკვე 4  სპორტში მოვახერხე ეს და  ახლა უფრო  რთულ ასპარეზზე  გადავედი,  ეს გახლავთ  UFC-ში  მოხვედრა და მისი  ჩემპიონობა, რასაც მათი  პოლიტიკის გამო,  დიდი დრო  სჭირდება  და ყველანაირად  ვეცდები,  ეს დრო  რაც  შეიძლება მალე დადგეს.  ასევე მქონდა ოცნება – კრივის ოლიმპიური  ჩემპიონობა,   რისი შანსიც  მექნებოდა  წლევანდელ  ოლიმპიადაზე რომ  ყოფილიყო  კრივის  ფედერაციის  წარმომადგენლების მხრიდან  ამის სურვილი  და მზაობა. სამწუხაროდ,  ამ ეტაპზე ეს გამოირიცხა,  თუმცა შემდეგ  ოლიმპიადაზე  იმედი  მაქვს მივიღებ  მონაწილეობას.

_ ჩვენი  ჰოლდინგის მთავარი  მიზანია, საზოგადოებრივი  ჯანდაცვისა და ჯანსაღი  ცხოვრების პროპაგანდა  ამ  საზოგადოებაში,   ამიტომ  გთხოვთ, ჩვენი  გამომცემლობის  საშუალებით მიმართოთ საზოგადოებას, ახალგაზრდებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია  ჯანსაღი  ცხოვრების წესი?                                                                                                                    _სპორტი  არ  არის მხოლოდ განტვირთვის  ან მიზნის მიღწევის საშუალება,  ეს არის ფიზიკური აქტივობა,  რის გარეშეც ადამიანის  სხეული  განიცდის ცვლილებას… ამიტომ ვფიქრობ, იმაზე  მეტი მოტივაცია, ვიდრე საკუთარი ფიზიკური მდგომარეობაა, არ  შეიძლება არსებობდეს. შეიძლება ყველას მსოფლიო ჩემპიონობა არ უნდოდეს,   მაგრამ  ვფიქრობ, სპორტი იმდენადვე აუცილებელია ადამიანისთვის, რამდენადაც  ზოგადი განათლება,  კვება, ძილი და ა.შ. მთავარია, ეს ყველაფერი გაიაზროს ადამიანმა.

ავტორი: თეონა შაინიძე

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ამინდი მკვეთრად იცვლება

ამინდი მკვეთრად იცვლება

19 აპრილი 2024
„მალე დამენგრა ოჯახი. მშობლებთან გადმოვედი. ჩემს ოჯახს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ნიკუშას აღზრდაში…“

„მალე დამენგრა ოჯახი. მშობლებთან გადმოვედი. ჩემს ოჯახს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ნიკუშას აღზრდაში…“

18 აპრილი 2024
“შენი ჰოროსკოპი” უკვე რადიო “პოზიტივზე” – გაეცანი Fm104.3 -ზე ყოველ სამუშაო დღეს შენს ჰოროსკოპს

“შენი ჰოროსკოპი” უკვე რადიო “პოზიტივზე” – გაეცანი Fm104.3 -ზე ყოველ სამუშაო დღეს შენს ჰოროსკოპს

17 აპრილი 2024
რა შემთხვევაში ემართებათ ინსულტი – ნევროლოგი ყველაზე მნიშვნელოვან რისკის ფაქტორებს ასახელებს

რა შემთხვევაში ემართებათ ინსულტი – ნევროლოგი ყველაზე მნიშვნელოვან რისკის ფაქტორებს ასახელებს

აპრილი 19, 2024
დედის სისხლის ჯგუფმა, შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებზე

დედის სისხლის ჯგუფმა, შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებზე

აპრილი 19, 2024
რატომ ემართებათ ბავშვებს დეპრესია და როგორ ამოვიცნოთ ის?

რატომ ემართებათ ბავშვებს დეპრესია და როგორ ამოვიცნოთ ის?

აპრილი 19, 2024
მშენებლობის უსაფრთხოება-წესები,რომლებიც უნდა დაიცვა

მშენებლობის უსაფრთხოება-წესები,რომლებიც უნდა დაიცვა

აპრილი 19, 2024
რა უნდა გავითვალისწინოთ რემონტის დაწყებამდე

რა უნდა გავითვალისწინოთ რემონტის დაწყებამდე

აპრილი 19, 2024
თანამედროვე არქიტექტურა და მისი მახასიათებლები

თანამედროვე არქიტექტურა და მისი მახასიათებლები

აპრილი 19, 2024
რატომ ემართებათ ბავშვებს დეპრესია და როგორ ამოვიცნოთ ის?

რატომ ემართებათ ბავშვებს დეპრესია და როგორ ამოვიცნოთ ის?

აპრილი 19, 2024
საქართველოს ეროვნულმა არქივმა ფილმების ელექტრონული კინოკატალოგი შექმნა

საქართველოს ეროვნულმა არქივმა ფილმების ელექტრონული კინოკატალოგი შექმნა

აპრილი 19, 2024
ნარჩენების მართვის, სათბური აირების ემისიების შემცირების და მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვის სისტემების დანერგვის მიმართულებით ახალი პროექტი იწყება

ნარჩენების მართვის, სათბური აირების ემისიების შემცირების და მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვის სისტემების დანერგვის მიმართულებით ახალი პროექტი იწყება

აპრილი 19, 2024
როგორ გამოიყურება ყველაზე საშიში მცენარე, რომელიც ერთი შეხებით კლავს – მას არავინ უნდა მიეკაროს

როგორ გამოიყურება ყველაზე საშიში მცენარე, რომელიც ერთი შეხებით კლავს – მას არავინ უნდა მიეკაროს

18 აპრილი 2024
როგორი მამაა ბუდუ ზივზივაძე მიუხედავად მისი დატვირთული რეჟიმისა

როგორი მამაა ბუდუ ზივზივაძე მიუხედავად მისი დატვირთული რეჟიმისა

17 აპრილი 2024
რატომ ერჩივნა გაბრიელ გარსია მარკესს რომ მისი ნაწერები მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ აღმოეჩინათ

რატომ ერჩივნა გაბრიელ გარსია მარკესს რომ მისი ნაწერები მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ აღმოეჩინათ

17 აპრილი 2024
დიმიტრი ყიფიანის საიუბილეოდ ეროვნულმა არქივმა ონლაინგამოფენა მოამზადა

დიმიტრი ყიფიანის საიუბილეოდ ეროვნულმა არქივმა ონლაინგამოფენა მოამზადა

აპრილი 19, 2024
ბრიუსელში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს თავმჯდომარეობის ერთწლიანი პერიოდი და მიღწეული შედეგები დადებითად შეფასდა

ბრიუსელში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს თავმჯდომარეობის ერთწლიანი პერიოდი და მიღწეული შედეგები დადებითად შეფასდა

აპრილი 19, 2024
კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა ქართული კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა

კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა ქართული კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა

აპრილი 19, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 18, 2024
ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც საუკეთესოდ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც საუკეთესოდ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა

აპრილი 19, 2024
19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 19, 2024
18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

აპრილი 18, 2024
სასარგებლოა თუ არა პიტნა თქვენი ჯანმრთელობისთვის?

სასარგებლოა თუ არა პიტნა თქვენი ჯანმრთელობისთვის?

აპრილი 19, 2024
შეიძლება თუ არა უმი კვერცხის ჭამა?

შეიძლება თუ არა უმი კვერცხის ჭამა?

აპრილი 19, 2024
11 საკვები პროდუქტი გონებრივი სიჯანსაღისთვის

11 საკვები პროდუქტი გონებრივი სიჯანსაღისთვის

აპრილი 19, 2024
“სამშობლოში დაბრუნება ჩემმა 12 წლის შვილმა გადამაწყვეტინა, ესპანეთში გაიზარდა, მაგრამ საქართველო უზომოდ შეუყვარდა” – ინტერვიუ ლექსო დუჩიძესთან

“სამშობლოში დაბრუნება ჩემმა 12 წლის შვილმა გადამაწყვეტინა, ესპანეთში გაიზარდა, მაგრამ საქართველო უზომოდ შეუყვარდა” – ინტერვიუ ლექსო დუჩიძესთან

18 აპრილი 2024
ფერადი და ინტერაქტიული გუგლის ახალი ოფისი თელ-ავივში

ფერადი და ინტერაქტიული გუგლის ახალი ოფისი თელ-ავივში

17 აპრილი 2024
მსოფლიოს 8 საუკეთესო საცხოვრებელი ადგილი

მსოფლიოს 8 საუკეთესო საცხოვრებელი ადგილი

16 აპრილი 2024
spot_img

ბოლო სიახლეები