ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბებირეალურ ცხოვრებაში როგორ შეუყვარდათ ზურიკელას და მერის ერთმანეთი?

რეალურ ცხოვრებაში როგორ შეუყვარდათ ზურიკელას და მერის ერთმანეთი?

ეკრანული წყვილის, უმშვენიერესი მანანა აბაზაძისა და სერგო ორჯონიკიძის სიყვარულის ისტორია რეალურ ცხოვრებაში 

რეალურ ცხოვრებაში წყვილს მართლა შეუყვარდათ ერთმანეთი, ისტორია კი ასე იწყება:  1962 წელს რეჟისორი თენგიზ აბულაძე ფილმისთვის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდა.

რეალურ ცხოვრებაში როგორ შეუყვარდათ ზურიკელას და მერის ერთმანეთი? | შენი სილამაზე

თავიდან ფილმში მთავარი როლის შემსრულებლად მსახიობ გოგი ქავთარაძის კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა, საბოლოოდ, თენგიზ აბულაძემ სამსახიობო გამოცდილების არმქონე, 14 წლის სერგო ორჯონიკიძე აირჩია.

რეალურ ცხოვრებაში როგორ შეუყვარდათ ზურიკელას და მერის ერთმანეთი? | შენი სილამაზე

,,თუკი სადმე ვიტყვი რამეზე, რომ არ მინდა, იმ წუთას მომაძახებენ – “შენ არ გინდა, ზურიკელას უნდა” – ამ ფრაზით დავბერდი.” – იხსენებს სერგო ორჯონიკიძე.

უფრო რთული აღმოჩნდა მერის პოვნა – რეჟისორმა სინჯებზე მისული ყველა გოგო დაიწუნა. ბოლოს, “შავი თოლიას” გადაღებების დროს ნახეს 12 წლის მანანა აბაზაძე და ზურიკელას შეყვარებულის როლზე დაამტკიცეს.

რეალურ ცხოვრებაში როგორ შეუყვარდათ ზურიკელას და მერის ერთმანეთი? | შენი სილამაზე

,,ნამდვილად არ მოგვწონდა ერთმანეთი. პირველ ჩვენებაზე, როდესაც ეკრანზე დავინახე, ვთქვი: ვაიმე, რა კარგი ბიჭი ყოფილა-მეთქი. იმდენად დადებითი გმირი ითამაშა, მივხვდი, რომ აქ კი არ თამაშობს, არამედ თავისი თავი ითამაშა. ის ასეთია ბუნებით.”

,,მივხვდი, რომ ძალიან კარგი ბიჭია და იმანაც რაღაც სასწაულად დამინახა და ზუსტად ერთ დროს მოხდა ეს. ბატონმა თენგიზმაც დიდი როლი ითამაშა ჩვენს ურთიერთობაზე, სიტყვას დიდი ძალა აქვს, მაგრამ მარტო სიტყვაზეც არაა. თავისთავად გრძნობაც დაიბადა და დღემდე გრძელდება”, – ამბობდა მანანა აბაზაძე.

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  სოდის გამოყენების საიდუმლო, რაც აქამდე არ იცოდით
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები