ვაშლი, შვრია და ხაჭო - დიეტის სამი მთავარი პროდუქტი წონაში დაკლებისთვის

თუ წონაში დაკლება გინდა, მაგრამ რთული და მომაბეზრებელი დიეტის დაცვა არ გინდა, მაშინ ეს სტატია შენთვისაა. დაიკელი წონაში სწრაფად და მარტივად

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

წონაში კლება ბევრისთვის სანუკვარი ოცნებაა და ამისთვის დიდ ძალისხმევასაც იჩენს. მაგრამ ხშირად დიეტის დაცვა მომაბეზრებელი პროცესი ხდება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ გთავაზობთ ე. წ. გახდომის ექსპრესს- მეთოდს – სამი პროდუქტის დიეტას.

 

გასახდომი პროდუქტები

ვაშლი – სასარგებლო ვიტამინებისა და მინერალების მდიდარი წყარო. შეიცავს აუცილებელი გლუკოზის მინიმალურ რაოდენობას.

შვრია – მდიდარია უჯრედისით, ასუფთავებს ნაწლავებს და ორგანიზმს ამარაგებს აუცილებელი ნახშირწყლებით.

ხაჭო – შეიცავს საკმაო რაოდენობის ცილას და მეტაბოლიზმის დამაჩქარებელ ცხიმოვან ამონომჟავებს.

 დიეტის პლუსები

  • წონაში სწრაფი კლება
  • სუფთა სახის კანი
  • მინიმალური დროის ხარჯვა საჭმლის მოსამზადებლად
  • იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტები
  • ბალანსირებული კვება
  • შიმშილის შეგრძნების არქონა და სიმსუბუქე

 მიახლოებითი მენიუ ერთ დღეზე

საუზმე: შვრიის ფაფა  და ორი ცალი ვაშლი

სადილი:  შვრიის ფაფა თაფლით, ასი გრამი ხაჭო და სამი ცალი ვაშლი

ვახშამი: ორასი გრამი ხაჭო და ორი ცალი ვაშლი

დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი რაოდენობის უშაქრო ჩაი და გაზგასული მინერალური წყალი, ხოლო ყოველ მესამე დღეს ბოსტნეული სახამებლის გარეშე, ანუ მწვანე ბოსტნეული.

ხაჭო უნდა იყოს საშუალო ცხიმიანობის – 3-5% მქონე, შვრია – უმჯობესია იყოს მსხვილი. ვაშლი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც უმი, ასევე გამომცხვარი სახით.

სცადეთ ეს მარტივი და ეფექტური დიეტა და შედეგები გაგვიზიარეთ კომენტარებში.

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). თუ წონაში დაკლება გინდა, მაგრამ რთული და მომაბეზრებელი დიეტის დაცვა არ გინდა, მაშინ ეს სტატია შენთვისაა. დაიკელი წონაში სწრაფად და მარტივად. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%97%e1%83%a3-%e1%83%ac%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  დიეტა ”ასანთი” – ზედმეტი კილოგრამები თვალსა და ხელს შუა დადნება! ამასთანავე, არანაირი შეზღუდვა კვებაში. უბრალოდ დაიცავით ეს 6 წესი და შედეგი გაგაოცებთ.
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის