ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ ვებრძოლოთ ქერტლს

როგორ ვებრძოლოთ ქერტლს

ქერტლი მაშინაც კი შეიძლება გაჩნდეს, როცა თმის მოსავლელად არაფერს იშურებ. ქერტლის საწინააღმდეგო საშუალებები მის ერთხელ და სამუდამოდ გაქრობას გვპირდებიან, მაგრამ მოლოდინი ყოველთვის არ მართლდება.ქერტლის წარმოქმნა უწყვეტი პროცესია. ეპიდერმისი, კანის ზედა შრე, რამდენიმე ფენად განლაგებული უჯრედებისგან შედგება. უჯრედები განუწყვეტლივ მიგრირებენ შიგნიდან გარეთ, საბოლოოდ კი იხოცებიან და ცვივიან, მათ ადგილს კი ახლები იკავებენ.

როცა კანის განახლების პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს, ის თითქმის შეუმჩნეველია, მაგრამ ზოგჯერ ჩვეულებრივზე მეტი უჯრედი კვდება და ჩამოიფქცვნება ან ჩამოფცქვნილი უჯრედები ერთად გროვდებიან. სწორედ ამ დროს ჩნდება ქერტლი.

 ქერტლი არის ორნაირი:მშრალი და ცხიმიანი.

მშრალი ქერტლი თეთრია. მას ძირითადად თავის კანის სიმშრალე იწვევს, რასაც შესაძლოა ხელი შეუწყოს:

* არახელსაყრელმა კლიმატმა – ცხელმა და მშრალმა ჰაერმა (ზამთარში – გამათბობლის გამო);

* არასწორმა მოვლამ, მაგალითად, აგრესიული შამპუნით ბანამ, ძალიან ცხელი ჰაერით გაშრობამ;

* ჰორმონულმა პრობლემებმა (ხშირად ქერტლი თან ახლავს მენოპაუზას).

გარდა ამისა, ქერტლს აჩენს კანის ზოგიერთი დაავადება, მაგალითად, თავის თმიანი მიდამოს ფსორიაზი ან ატოპიური ეგზემა.

ქერტლი შესაძლოა კონტაქტურმა ალერგიამაც გამოიწვიოს. მაგალითად, თავის მოვლის ან კოსმეტიკური საშუალებების ზოგიერთ ინგრედიენტზე ზოგიერთის ორგანიზმი ქავილით ან ქერტლით რეაგირებს.

ცხიმიანი ქერტლის გაჩენისკენ მიდრეკილება აქვთ ცხიმიანი თავის კანის მქონე ადამიანებს. ამ დროს ქერტლის ელემენტები შედარებით დიდი ზომისაა, ვიდრე მშრალი ქერტლის შემთხვევაში, რადგან ჩამონაფქცვენი წებოვანია და ერთმანეთს ეკვრის.

როგორ უნდა მოიქცეთ ქერტლის გაჩენის შემთხვევაში.

სწორად გამოიყენეთ ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი. ამ ტიპის საშუალებები ხელს უშლის ქერტლის ხელახალ წარმოქმნას, თუმცა ხშირად შეიცავს სოკოს საწინააღმდეგო აგენტს, მაგალითად, თუთიის პირითიონს, ამიტომ მათი ყოველდღიური ან ხანგრძლივი მოხმარება, როგორც წესი, არ არის რეკომენდებული.

* ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნმა შედეგი რომ გამოიღოს, მოქმედება უნდა აცადოთ – ერთი-ორი წუთი გაიჩეროთ და მერე ჩამოიბანოთ.

* თუ მშრალი თავის კანი გაქვთ, თავს ყოველდღე ნუ დაიბანთ. შამპუნით დაბანის შემდეგ თმა კარგად ჩამოიბანეთ სუფთა წყლით. ნუ გამოიყენებთ ფენს, უკიდურეს შემთხვევაში, ეცადეთ, ჰაერის მეტისმეტად ცხელი ჭავლით არ გაიშროთ. გამოიყენეთ რბილი შამპუნი, რომელიც განკუთვნილია მშრალი, მგრძნობიარე კანისთვის.

READ  „ახალი ინფორმაცია… ნორვეგიის მთავრობამ, ასევე ევროკავშირმა…“-გიორგი ფხაკაძე

* თავის ყოველდღიური ბანა, ცხელი ჰაერით შრობა და სპეციალური შამპუნის ხანგრძლივი გამოყენება ცხიმიანი თავის კანის შემთხვევაშიც არასასურველია.

* ნუ გამოიყენებთ თმის მოვლის ნაირ-ნაირ საშუალებას – კონდიციონერს, მუსს, ლაქს, თმის გელს, ზეთს და ა.შ., თორემ კანი უფრო მეტად გაღიზიანდება.

* მზის ჭარბი სხივები არა მარტო თმას, არამედ კანსაც აზიანებს, ამიტომ გირჩევთ, მზის აბაზანების მიღებისას თმა თხელი თავსაბურავით დაიფაროთ.

* ყურადღება მიაქციეთ კვებას. ალკოჰოლი, თეთრი ფქვილი, შაქარი და ყავა კანს არ უხდება. ზედმეტად ცხიმიან საკვებსაც ერიდეთ. ნაცვლად ამისა, გაიმდიდრეთ მენიუ A, E და B7 ვიტამინებით მდიდარი საკვებით.

* დაბანისას თავის კანს ძლიერად ნუ გაიხეხავთ – კანი გაღიზიანდება, შესაძლოა, დაიკაწროს კიდეც, ნაკაწრებიდან კი მასში ადვილად შეიჭრება მიკროორგანიზმები.

* დაბანამდე თმა დაივარცხნეთ – ქერტლი უფრო ადვილად ჩამოცვივდება.

* ხშირად რეცხეთ სავარცხელი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქერტლი გაქვთ.

წყარო: https://www.aversi.ge/

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

30 მარტი 2025
გასწავლით ხრიკებს, თუ როგორ აითვისოთ სივრცე მაქსიმალურად – სასარგებლო რჩევები პატარა ბინის ეფექტურად მოსაწყობად

გასწავლით ხრიკებს, თუ როგორ აითვისოთ სივრცე მაქსიმალურად – სასარგებლო რჩევები პატარა ბინის ეფექტურად მოსაწყობად

მარტი 31, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

მარტი 30, 2025
მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მარტი 30, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები