მკერდის გადიდების ოპერაციის პროცედურა და კონსულტაცია ექიმთან

რა უნდა იცოდეთ მკერდის ოპერაციის შესახებ

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ზოგიერთი ქალისთვის მკერდის გადიდება უფრო თავდაჯერებულობის საშუალებაა. სხვებისთვის ეს მკერდის აღდგენის ნაწილია სხვადასხვა მიზეზის გამო.მკერდის გადიდება – ასევე ცნობილია როგორც გადიდების მამოპლასტიკა – არის ოპერაცია მკერდის ზომის გაზრდის მიზნით. ის გულისხმობს მკერდის იმპლანტანტების განთავსებას მკერდის ქსოვილის ან გულმკერდის კუნთების ქვეშ.

თუ მკერდის გადიდებას განიხილავთ, ესაუბრეთ პლასტიკურ ქირურგს. დარწმუნდით, რომ გესმით, რას მოიცავს ოპერაცია, შესაძლო რისკების, გართულებებისა და შემდგომი მოვლის ჩათვლით.

მკერდის გადიდება იწვევს სხვადასხვა რისკებს, მათ შორის:

  • ნაწიბუროვანი ქსოვილი, რომელიც ამახინჯებს მკერდის იმპლანტის ფორმას (კაფსულური კონტრაქტურა)
  • მკერდის ტკივილი
  • ინფექცია
  • ძუძუს და მკერდის შეგრძნების ცვლილებები
  • იცვლება იმპლანტის პოზიცია
  • იწყება იმპლანტის გაჟონვა ან რღვევა

ამ გართულებების გამოსწორებას კი შესაძლოა მეტი ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს, იმპლანტების ამოსაღებად ან ჩანაცვლებისთვის.თუ შეამჩნევთ რაიმე ცვლილებას თქვენს მკერდზე ან იმპლანტზე, მიმართეთ ექიმს. მუდმივი შემდგომი ვიზიტები და შესაბამისი სკრინინგის ტესტებით შეიძლება აღმოაჩინონ და მოაგვარონ შესაძლო გართულებები, რომლებიც დაკავშირებულია მკერდის გადიდების ოპერაციასთან.

- Advertisement -
Ad imageAd image

ოპერაციამ შესაძლოა გააუმჯობესოს თქვენი სხეულის იმიჯი და თვითშეფასება. მაგრამ შეინარჩუნეთ თქვენი მოლოდინი და ნუ ელით სრულყოფილებას.

ასევე, თქვენი მკერდი გააგრძელებს დაბერებას გადიდების შემდეგ. წონის მატებამ ან წონის დაკლებამ შესაძლოა შეცვალოს თქვენი მკერდის გარეგნობაც. ხოლო თუ თქვენ უკმაყოფილო ხართ, შესაძლოა დაგჭირდეთ მეტი ოპერაცია ამ პრობლემების გამოსასწორებლად.

წყარო: https://www.mayoclinic.org/

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). რა უნდა იცოდეთ მკერდის ოპერაციის შესახებ. 24 თებერვალი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%94%e1%83%97-%e1%83%9b%e1%83%99%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9d%e1%83%9e/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  რას ნიშნავს თვითზრუნვა -კიდევ ერთი ნარცისისტული ტრენდი , რომელიც დროებამ მოიტანა
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის