ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ მივხვდეთ, რომ სუნამო ჩვენი შესაფერისი არაა

როგორ მივხვდეთ, რომ სუნამო ჩვენი შესაფერისი არაა

თუნდაც ძალიან მოგეწონოთ პარფიუმის სუნი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს არომატი თქვენია. შეუფერებელი სურნელი აფუჭებს განწყობას, შეუძლია გამოიწვიოს თავის ტკივილები ან ალერგიული რეაქციის მიზეზი გახდეს.

თქვენ მის სუნს მთელი დღე გრძნობთ

პირველი ნიშანი, რომ შერჩეული სუნამო – ეს თქვენი არ არის, გახლავთ ის, რომ დასხმიდან 15-20 წუთის გასვლის შემდეგაც გრძნობთ მის არომატს. შესაფერის სუნს ადამიანის ცხვირი ამ დროის განმავლობაში ეჩვევა და ვეღარ გრძნობს. და თუ ეს ასე არ ხდება, ეს ნიშნავს, რომ ცოტა ხანში ეს სუნამო გაგაღიზიანებთ და მოგბეზრდებათ.

ცემინება გიტყდებათ ყოველ ჯერზე, როცა სუნამოს იპკურებთ

ნაცნობი სიტუაციაა? ისხამთ ერთ სუნამოს – ყველაფერი წესრიგშია, იპკურებთ მეორეს და მაშინვე ცემინება გიტყდებათ, თითქოს პილპილი შეისუნთქეთ. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ სუნამოში შემავალ რომელიმე კომპონენტზე ალერგია გაქვთ. ასე რომ, აჯობებს, ეს სუნამო სხვას აჩუქოთ, ვიდრე საკუთარ თავზე ექსპერიმენტები ატაროთ.

ის არ უხდება თქვენი ჩაცმის სტილს

სპორტული გოგონა კედებსა და ვიწრო ჯინსებში, რომელსაც აღმოსავლური არომატი ან პუდრის ქალური სუნი ასდის, უცნაური დისონანსია, არა? ან პირიქით, ნაზი, ქალურად ჩაცმული ქალბატონისგან მკაცრი, საოფისე არომატი მოდის. ახალი პარფიუმის შერჩევისას, ყოველთვის გაითვალისწინეთ, რა სტილს ანიჭებთ უპირატესობას, რათა შეუფერებელი არომატით არ იაროთ.

თქვენს კანზე სუნამო სულ სხვაგვარ სუნს გამოსცემს, ვიდრე ტესტერზე

ბევრი პარფიუმერი აღშფოთებულია და აპროტესტებს, რომ მათ ქმნილებას მაღაზიებში ბლოტერებზე ტესტავენ. მუყაოს ნაჭერი არასოდეს იძლევა რეალურ არომატს – აქ სუნამოს სუნი მაშინვე არ იშლება, მხოლოდ კანის თბილი ზემოქმედებით იგრძნობა მისი ნამდვილი არომატი. ამიტომაც იმისათვის, რომ არ შეცდეთ სუნამოს არჩევისას, ნუ იჩქარებთ მის შეძენას, ჯერ კანზე დაისხით და გაიარეთ. თუ არომატი ერთი საათის გასვლის შემდეგაც მოგეწონებათ – დაბრუნდით მის შესაძენად.

არომატი წელიწადის დროს არ შეეფერება

კიდევ ერთი მიზეზი, რომლის გამოც არაკომფორტულად შეიძლება იგრძნოთ თავი სუნამოს დასხმისას, შეუფერებელი სეზონია. ზამთარში მკაცრად გამოხატული ზღვის ან ციტრუსის ნოტებით სუნამომ, შესაძლოა, გაგაღიზიანოთ. ამიტომაც წელიწადის ცივ დროს აჯობებს შეარჩიოთ “თბილი” აკორდები – აღმოსავლური, პუდრის ნაზი სურნელით, ან ყვავილოვან-აღმოსავლური. და პირიქით, ზაფხულში ასეთი არომატები ზედმეტად მსუყე და “მხუთავი” მოგეჩვენოთ.

ბოლო დროს უმიზეზო თავის ტკივილები გაქვთ

ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ უმიზეზო თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება პარფიუმის შეუფერებელი არომატი იყოს. სუნს დიდი ძალა აქვს – ყველაფერთან ერთად მას თავის ტკივილიც შეუძლია გამოიწვიოს. ასე რომ, თუკი იგრძენით, რომ ეს სიმპტომები სუნამოს დასხმას ემთხვევა, უარი თქვით ამ არომატზე.

დღის ბოლოს დაღლილი ხართ მისგან

შეიძლება სუნამოს არომატმა დღის დასაწყისში ძალაც შეგმატოთ და კარგ განწყობაზეც დაგაყენოთ, მაგრამ თუკი საღამოს გრძნობთ, რომ გაღიზიანებთ მისი არომატიც და დაღლილიც ხართ მისგან, ნუღარ ჩაატარებთ ექსპერიმენტს და ნუ დაისხამთ მეტჯერ ამ სუნამოს. უბრალოდ, ეს არომატი თქვენი არ არის – იდეალური კომპოზიცია ერთგვარად ერწყმის კანის ბუნებრივ სუნს და შეუძლებელია უარყოფითი ემოციები გამოიწვიოს თქვენში.

წყარო: https://marao.ge/

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

ნოემბერი 27, 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

27 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები