ირმა მუნჯიშვილი კიოკუშინკაი კარატეს სენსეი და ჩემპიონი

“ჩემი მთავარი გამარჯვებაა, ვასწავლო თაობებს, რაც ვიცი ” – გაგაცნობთ კიოკუშინკაი კარატეს მრავალგზის ჩემპიონსა და პრიზიორ ქალბატონს – ირმა მუნჯიშვილს

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ქალთა საერთაშორისო დღეს გაგაცნობთ ქალბატონს, რომელიც კიოკუშინკაი კარატეს არაერთი ჩემპიონატის გამარჯვებული და ტიტულის მატარებელია… ირმა მუნჯიშვილი თაობებს ზრდის და მათ არამხოლოდ კიოკუშინ კაი კარატეს ხელოვნებას აზიარებს, არამედ მათი ჯანსაღი ცხოვრების წესსაც განსაზღვრავს…

– ქალბატონო ირმა, კიოკუშინკაი კარატეს სენსეი ბრძანდებით და თაობებს ზრდით – გვიამბეთ თქვენი ისტორია, როდის დაინტერესდით სპორტის ამ სახეობით?

– მოგესალმებით! სადაც ვცხოვრობდი, იმ რაიონში დიდი არჩევანი არ იყო სპორტის სახეობებისა… თან ჩემი სიძე არის სპორტის ამ სახეობის ხელმძღვანელი, ბ.ნ კვანჭიანი. სწორედ ამიტომ 6 წლის ასაკიდან დავიწყე სიარული დარბაზში და დღემდე დავდივარ.

- Advertisement -
Ad imageAd image

– რა პროფესიული მიღწევები გაქვთ ამ სფეროში და რას თვლით თქვენ მთავარ გამარჯვებად?

– მიღწევები, დიახ მაქვს. 18 წლამდე 7 გზის საქართველოს ჩემპიონი, 18 წელს ზემოთ კი 5 გზის საქართველოს ჩემპიონი ვარ. 4 გზის საერთაშორისო ჩემპიონი და ევროპის პრიზიორი…

ყველაზე საამაყო ტიტული, რაც შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, მითუმეტეს, ქალს – მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლის ტიტულია. ეს ტიტული იაპონიაში 2005 წელს მომანიჭეს, მსოფლიო ჩემპიონატზე.

 

- Advertisement -
Ad imageAd image

მთავარი გამარჯვება კი არის ის, რომ მე დღეს შემიძლია ვასწავლო, გადავცე ახალ თაობას ის, რაც ვიცი, ამისთვის მადლობა უფალს! მადლობა ჩემს მწვრთნელს, ნოდარ კვანჭიანს, ვისი დამსახურებითაც მივაღწიე და მოვედი აქამდე.

– ძნელია, იყო კარატისტი ქალი? – მუდმივი ფიზიკური მზაობის გარდა, ხომ არ არის ფსიქოლიგიურად რთული – სპორტის ამ სახეობაში მოღვაწეობა?

– ვისთვის – როგორ… ჩემთვის – არა, რადგან, როცა გიყვარს შენი პროფესია, იქ სირთულეებსაც გადალახავ, თან ჩემი მეუღლეც ამ სფეროშია და შვილებიც… სპორტული ოჯახი ვართ და ვუგებთ ერთმანეთს, სწორედ ამიტომ არ არის ფსიქოლოგიურად რთული.

– რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს – რატომ არის ჯანსაღი ცხოვრების წესი აუცილებელი და მნიშვნელოვანი?

READ  11 მომენტი, რომელიც ყველა ფეხბურთის მოყვარულისთვის ნაცნობია

– დღეს უკვე თითქმის ყველა ვარჯიშობს და მიხვდა, რომ ჯანსაღი ცხოვრება აუცილებელია. არ აქვს მნიშვნელობა, სპორტის რომელ სახეობაში ვარჯიშობთ, ნებისმიერი სპორტი არის სილამაზე, ჯანმრთელობა… არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერიც. ვარჯიშში გამოდის ადამიანის ნეგატიური ენერგია და ივსება პოზიტივით. დიდი მადლობა!

ავტორი: ლიზი გრიგოლავა

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

 

 

 

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). “ჩემი მთავარი გამარჯვებაა, ვასწავლო თაობებს, რაც ვიცი ” – გაგაცნობთ კიოკუშინკაი კარატეს მრავალგზის ჩემპიონსა და პრიზიორ ქალბატონს – ირმა მუნჯიშვილს. 8 მარტი, 2024. https://shenisilamaze.ge/irma-munjishvili/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის