ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ მოვიშოროთ ქერტლი?

როგორ მოვიშოროთ ქერტლი?

ქერტლი მაშინაც კი შეიძლება გაჩნდეს, როცა თმის მოსავლელად არაფერს იშურებ. ქერტლის საწინააღმდეგო საშუალებები მის ერთხელ და სამუდამოდ გაქრობას გვპირდებიან, მაგრამ მოლოდინი ყოველთვის არ მართლდება.

რას ვაკეთებთ არასწორად?

ქერტლის წარმოქმნა უწყვეტი პროცესია. ეპიდერმისი, კანის ზედა შრე, რამდენიმე ფენად განლაგებული უჯრედებისგან შედგება. უჯრედები განუწყვეტლივ მიგრირებენ შიგნიდან გარეთ, საბოლოოდ კი იხოცებიან და ცვივიან, მათ ადგილს კი ახლები იკავებენ.

როცა კანის განახლების პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს, ის თითქმის შეუმჩნეველია, მაგრამ ზოგჯერ ჩვეულებრივზე მეტი უჯრედი კვდება და ჩამოიფქცვნება ან ჩამოფცქვნილი უჯრედები ერთად გროვდებიან. სწორედ ამ დროს ჩნდება ქერტლი.

როგორ მოვიშოროთ ქერტლი? | შენი სილამაზე

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქერტლისადმი მიდრეკილებას შესაძლოა მემკვიდრეობითი ბუნება ჰქონდეს.

ქერტლის გაჩენას ხელს უწყობს სტრესიც. ის გავლენას ახდენს კანის მეტაბოლიზმზე, ხოლო როცა კანის დამცავი ბარიერი ირღვევა, როგორც გითხარით, მრავლდება სოკო, რამაც შესაძლოა ქერტლი გამოიწვიოს.

ქერტლის დროს კარგია დამატენიანებელი ნიღბები. სპეციალისტები ღამით ეგრეთ წოდებული “ზეთის ქუდის” გაკეთებას გვირჩევენ: რამდენიმე წვეთი ზეითუნის, მზესუმზირას, სეზამის ან ჟოჟობას ზეთი თავის კანში შეიზილეთ, დილით კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შეგიძლიათ, ეს პროცედურა სამ კვირაში ერთხელ გაიმეოროთ.

თმა უმჯობესია რბილი ბუნებრივი ჯაგრისით დაივარცხნოთ, დაბანისას კი ნაზად შეიზილოთ შამპუნი. ასეთი ბუნებრივი მასაჟი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლის ქერტლის წარმოქმნას.

ქერტლის დროს კარგია ჰამამელისის ექსტრაქტი და ვარდის წყალიც – ისინიც თმის ძირებში უნდა შეიზილოთ. ეფექტიანია ვაშლის ძმარიც – გადაივლეთ თმაზე ერთი ჭიქა ძმრისა და ერთი ჭიქა წყლის ნარევი.

სწორად გამოიყენეთ ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი. ამ ტიპის საშუალებები ხელს უშლის ქერტლის ხელახალ წარმოქმნას, თუმცა ხშირად შეიცავს სოკოს საწინააღმდეგო აგენტს, მაგალითად, თუთიის პირითიონს, ამიტომ მათი ყოველდღიური ან ხანგრძლივი მოხმარება, როგორც წესი, არ არის რეკომენდებული.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

30 მარტი 2025
თუ აბაზანის რემონტს გეგმავთ – ეს ბლოგი თქვენთვისა

თუ აბაზანის რემონტს გეგმავთ – ეს ბლოგი თქვენთვისა

მარტი 29, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

მარტი 30, 2025
მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მარტი 30, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები