ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირომელი ვიტამინი უნდა მიიღოთ კანის ელასტიურობის შესანარჩუნებლად

რომელი ვიტამინი უნდა მიიღოთ კანის ელასტიურობის შესანარჩუნებლად

ექსპერტები ამბობენ, რომ კანის მოვლის რუტინას აქვს თავისი შესანიშნავი სამეული: SPF, C ვიტამინი და რეტინოლი. თუ ამ სამი საშუალებით შეიარაღდებით, გლუვი, ნაზი და სხივოსანი კანი გექნებათ.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, C ვიტამინი თავის მოვლის იმ საშუალებათაგანია, რომლებსაც ბოლო დროს ყველაზე ხშირად ეძებენ გუგლის საძიებო სისტემაში.

აქვე უნდა ითქვას, რომ სახის მოსავლელად C ვიტამინის გამოყენება არ არის სიახლე, უბრალოდ, ბოლო ხანს ტრენდული გახდა. თანამედროვე შრატები თუ დამატენიანებელი კრემები მას უხვად შეიცავს. მის მნიშვნელობაზე ბევრს საუბრობენ ბიუთი ბლოგერებიც.

 

C ვიტამინი ანტიოქსიდანტია. ესე იგი, ოქსიდაციურ დაზიანებასთან მებრძოლი ძლიერი აგენტი. ის ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც განსაზღვრულ პირობებში, მათ შორის – დაბინძურებისა და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად, წარმოიქმნება ჩვენს ორგანიზმში.

არ არსებობს განსაზღვრული ასაკი, როცა რეკომენდებულია სახის მოვლის რუტინაში C ვიტამინის ჩართვა. უმჯობესია, ეს საკითხი პირად დერმატოლოგსა ან კოსმეტოლოგთან კონსულტაციის საფუძველზე, თქვენი კანის ტიპისა და მდგომარეობის მიხედვით გადაწყვიტოთ. მაგრამ ნამდვილად უკეთესი იქნება, თუ მის გამოყენებას მანამდე დაიწყებთ, სანამ სახეზე პირველი ნაოჭები გაჩნდება.

C ვიტამინს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს: აბალანსებს და ერთგვაროვნებას ანიჭებს კანისსტრუქტურას და ფერს, ამცირებს პიგმენტაციას, ხელსუშლის კანიდან კოლაგენის გამოდევნას, ბზინვარებას მატებს კანს, აქრობს წვრილზედაპირულ ნაოჭებს. C ვიტამინი ჩემპიონიადაბერების საწინააღმდეგო საშუალებათა შორის.

 

C ვიტამინი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაცაა. მისი შემცველი შრატი აქრობს სიწითლეს დაგამონაყარს. C ვიტამინს აკნესგან დარჩენილინაწიბურების სამკურნალოდაც იყენებენ. იმისთვის, რომ კანმა ის კარგად შეიწოვოს, ექსპერტებიგვირჩევენ, სახე ჯერ კარგად გავიწმინდოთ სკრაბით, დავიტენიანოთ ტონიკით და მერე წავისვათ C ვიტამინის შემცველი შრატი.

 

ამიტომაც აუცილებელია გამოიყენოთ C ვიტამინი და შეუნარჩუნოთ თქვენს კანს სიგლუვე და ელასტიურობა.

 

წყარო: https://www.aversi.ge/

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  ყველაფერი ორსულობის ტესტის შესახებ
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

„ამ მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“ – ცვლილება აპრილიდან ამოქმედდება

30 მარტი 2025
როგორ დავზოგოთ ენერგია ინტერიერში და შევინარჩუნოთ ჯანსაღი გარემო

როგორ დავზოგოთ ენერგია ინტერიერში და შევინარჩუნოთ ჯანსაღი გარემო

მარტი 31, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

ბესიკის ქუჩა – ძველი სახლები, პოეტის სახელი და თბილისის სული ერთ სივრცეში

მარტი 30, 2025
მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მარტი 30, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები