ვარჯიში ხერხემლისა და კისრის ტკივილის დროს

0
252
#image_title

თვენთვის ნაცნობია ტკივილი კისერსა და წელში? ჩვენ ხომ მჯდომარე ცხოვრების წესს ვეწევით, ხანდახან დღეში 8 საათს კომპიუტერთან ვატარებთ, სიარულის დროს გაჯეტებში ვიყურებით.

ეს ყველაფერი კისერს ცუდ მდგომარეობაში ამყოფებს. რა უნდა მოვიმოქმედოთ? იოგა კისრისთვის, თავისთვის და მხრებისთვის ოსტეოქონდროზის ტრადიციული თერაპიის საუკეთესო დამატება იქნება. ეს რთული არაა, პირიქით სასიამოვნოა და სასარგებლო.

გიზიარებთ მარტივ სავარჯიშოებს, რომლებიც ტკივილისგან გიხსნიან. ის ვინც მათ გამოცდის, სხვა რამეზე დროს აღარ დაკარგავს.

იოგა ზურგისა და ხერხემლისთვის

დაგჭირდებათ მხოლოდ 10 წთ!

დასაწყისისთვის მიიღეთ მოხერხებული მდგომარეობა. აღმოსავლურად ლოტოსის პოზაში ან პატარა სკამზე. ზურგი სწორად უნდა გეჭიროთ.

ვარჯიში ხერხემლისა და კისრის ტკივილის დროს | შენი სილამაზე

ნელა ჩამოუშვით ნიკაპი მკერდისკენ, ხელები შეაერთეთ და კეფაზე დაიდეთ. მსუბუქად ატრიალეთ კისერი მარჯვნივ, მარცხნივ, გაჭმეთ ხერხემალი.არ დაატანოთ ძალა კისერს ხელებით. გააკეთეთ ეს სავარჯიშო მსუბუქად, ძალის გამოყენების გარეშე.

ვარჯიში ხერხემლისა და კისრის ტკივილის დროს | შენი სილამაზე

ჩამოიღეთ ხელები და მუხლებზე დაიწყვეთ. გააგრძელეთ კისრის მსუბუქი მოძრაობა, მაგრამ მხოლოდ მაღლა და დაბლა. თავი ძალიან უკან არ გადაწიოთ. ჩაისუნთქეთ გადაწევისას და ამოისუნთქეთ როცა ნიკაპს მკერდისკენ დააბრუნებთ.

ვარჯიში ხერხემლისა და კისრის ტკივილის დროს | შენი სილამაზე

ხელისგული წარბებს შორის, ცენტრში დაიდეთ. მიაწექით შუბლს, მაგრამ კისერმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს. სავარჯიშოს დროს კუნთები ძ₾იერდება. როცა დაიღლებით, ასანის შესრულება შეწყვიტეთ.

ვარჯიში ხერხემლისა და კისრის ტკივილის დროს | შენი სილამაზე

იგივე გაიმეორეთ კისრის გვერდითა ნაწილებითვის, დაიდეთ ხელისგული ყურზე.

ვარჯიში ხერხემლისა და კისრის ტკივილის დროს | შენი სილამაზე

შემდეგი სავარჯიშო დადებითად აუსახება კისრის კუნთების ჯანმრთელობაზე. ნიკაპი მკერდისკენაა მიზიდული, ხერხებალი კი პირდაპირ მიმართულებით რიტმულ მოძრაობას ასრულებს.

ვარჯიში ხერხემლისა და კისრის ტკივილის დროს | შენი სილამაზე

ეს სავარჯიშო მათთვისაა, ვინც კომპიუტერთან დიდ დროს ატარებს. მარჯვენა ხელით დაიჭირეთ მარცხენა მხარი და 10 წამი გაჩერდით. გაიმეორეთ მეორე მხარზე. ეს მარტიცი ასანა ადვილად გაგანთავისუფლებთ კისერში დაძაბულობისგან.

ვარჯიში ხერხემლისა და კისრის ტკივილის დროს | შენი სილამაზე

შეაერთეთ ხელები და თავს მაღლა აჭიმეთ. მხრები ყურებისკენ უნდა იყვნენ, ნიკაპი კი მკერდისკენ. მოდუნდით და ამ მდგომარეობაში 1-2 წთ გაჩერდით.

ვარჯიში ხერხემლისა და კისრის ტკივილის დროს | შენი სილამაზე

დადექით ფეხისგულებზე, მკერდი მუხლებს შორის მოაქციეთ, შეაერთეთ ხელები თავზე და მაქსიმალურად მოადუნეთ თავი და კისერი. იგრძენით როგორ დუნდება ხერხემალი.

 

author avatar
SheniSilamaze.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ