ქალი ასრულებს კისრისა და ხერხემლის იოგა სავარჯიშოებს

როცა ხერხემალმა კანკალი დამიწყო, ამ კომპლექსმა შეტევისგან მიხსნა

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

თვენთვის ნაცნობია ტკივილი კისერსა და წელში? ჩვენ ხომ მჯდომარე ცხოვრების წესს ვეწევით, ხანდახან დღეში 8 საათს კომპიუტერთან ვატარებთ, სიარულის დროს გაჯეტებში ვიყურებით. ეს ყველაფერი კისერს ცუდ მდგომარეობაში ამყოფებს. რა უნდა მოვიმოქმედოთ? იოგა კისრისთვის, თავისთვის და მხრებისთვის ოსტეოქონდროზის ტრადიციული თერაპიის საუკეთესო დამატება იქნება. ეს რთული არაა, პირიქით სასიამოვნოა და სასარგებლო.

გიზიარებთ მარტივ სავარჯიშოებს, რომლებიც ტკივილისგან გიხსნიან. ის ვინც მათ გამოცდის, სხვა რამეზე დროს აღარ დაკარგავს.

იოგა ზურგისა და ხერხემლისთვის

დაგჭირდებათ მხოლოდ 10 წთ!

დასაწყისისთვის მიიღეთ მოხერხებული მდგომარეობა. აღმოსავლურად ლოტოსის პოზაში ან პატარა სკამზე. ზურგი სწორად უნდა გეჭიროთ.

ნელა ჩამოუშვით ნიკაპი მკერდისკენ, ხელები შეაერთეთ და კეფაზე დაიდეთ. მსუბუქად ატრიალეთ კისერი მარჯვნივ, მარცხნივ, გაჭმეთ ხერხემალი.არ დაატანოთ ძალა კისერს ხელებით. გააკეთეთ ეს სავარჯიშო მსუბუქად, ძალის გამოყენების გარეშე.

ჩამოიღეთ ხელები და მუხლებზე დაიწყვეთ. გააგრძელეთ კისრის მსუბუქი მოძრაობა, მაგრამ მხოლოდ მაღლა და დაბლა. თავი ძალიან უკან არ გადაწიოთ. ჩაისუნთქეთ გადაწევისას და ამოისუნთქეთ როცა ნიკაპს მკერდისკენ დააბრუნებთ.

ხელისგული წარბებს შორის, ცენტრში დაიდეთ. მიაწექით შუბლს, მაგრამ კისერმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს. სავარჯიშოს დროს კუნთები ძ₾იერდება. როცა დაიღლებით, ასანის შესრულება შეწყვიტეთ.

იგივე გაიმეორეთ კისრის გვერდითა ნაწილებითვის, დაიდეთ ხელისგული ყურზე.

შემდეგი სავარჯიშო დადებითად აუსახება კისრის კუნთების ჯანმრთელობაზე. ნიკაპი მკერდისკენაა მიზიდული, ხერხებალი კი პირდაპირ მიმართულებით რიტმულ მოძრაობას ასრულებს.

ეს სავარჯიშო მათთვისაა, ვინც კომპიუტერთან დიდ დროს ატარებს. მარჯვენა ხელით დაიჭირეთ მარცხენა მხარი და 10 წამი გაჩერდით. გაიმეორეთ მეორე მხარზე. ეს მარტიცი ასანა ადვილად გაგანთავისუფლებთ კისერში დაძაბულობისგან.

შეაერთეთ ხელები და თავს მაღლა აჭიმეთ. მხრები ყურებისკენ უნდა იყვნენ, ნიკაპი კი მკერდისკენ. მოდუნდით და ამ მდგომარეობაში 1-2 წთ გაჩერდით.

დადექით ფეხისგულებზე, მკერდი მუხლებს შორის მოაქციეთ, შეაერთეთ ხელები თავზე და მაქსიმალურად მოადუნეთ თავი და კისერი. იგრძენით როგორ დუნდება ხერხემალი.

READ  ზაფხული და ჯანმრთელობა- რა გავითვალისწინოთ

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). როცა ხერხემალმა კანკალი დამიწყო, ამ კომპლექსმა შეტევისგან მიხსნა. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%90-%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის