ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ უნდა მივიღოთ რუჯი უსაფრთხოდ

როგორ უნდა მივიღოთ რუჯი უსაფრთხოდ

ზაფხული მზის დამწვრობის გარეშე – დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

ადამიანების უმეტესობა მოუთმენლად ელოდება ზაფხულის დადგომას, რადგან სურს დიდხანს დატკბეს მზით, სითბოთი და ზღვაში ან აუზში ცურვით.

საქართველოში სიცხის დადგომასთან ერთად იზრდება მზის სხივების ზემოქმედების შედეგად მიღებული სხვადასხვა ხარისხის დამწვრობის შემთხვევები. შემთხვევები ყველაზე ხშირად ქალნატონებში ვლინდება, რომლებიც რუჯის სწრაფად მიღების მიზნით სხეულზე სხვადასხვა არასწორ საშუალებას ისვამენ და ამის გამო ზოგჯერ დამწვრობის ცენტრშიც ხვდებიან.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ყველას შეახსენებს, რომ რუჯი არავითარ შემთხვევაში არ არის ჯანმრთელობისა და ესთეტიკური სილამაზის საწინდარი. დერმატოლოგებს არაერთხელ უთქვამთ, რომ რუჯი – ეს არის მზისგან გამოწვეული კანის დაზიანება, რომელიც ჩნდება ულტრაიისფერი სხივებით კანის პიგმენტური უჯრედების დაზიანებისას.

ექსპერტები შეგვახსენებენ, რომ ხშირი გარუჯვა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, პიგმენტური ლაქების წარმოქმნას, კანის კიბოს განვითარების მომატებულ რისკს.

მზის სხივებმა არა მარტო კანის პრობლემები, არამედ მხედველობის დარღვევებიც შესაძლოა გამოიწვიოს, მაგალითად, კატარაქტა, რაც სიბრმავის გამომწვევი წამყვანი მიზეზია.

მზის სხივებით და სოლარიუმებში ზედმეტად დასხივების შემთხვევაში ვითარდება კანის დამწვრობა. ამ დროს ვლინდება სხვადასხვა სახის სიმპტომები: სისუსტე, დაზიანებული უბნის შეშუპება, სითხის შემცველი ბუშტუკების წარმოქმნა, ტკივილი, შესაძლოა განვითარდეს სხეულის ტემპერატურის მომატება, გულისრევა.

სპეციალისტები კატეგორიულად აფრთხილებენ მოქალაქეებს, რომ დამწვრობის შემდეგ არ შეიძლება მზეზე ყოფნა, ასევე დაუშვებელია დამწვრობის შედეგად გაჩენილი ბუშტუკების გახეთქვა.

მზით დამწვრობის რისკის ჯგუფში შედიან ღია ფერის თვალების, თმისა და კანის მქონე ადამიანები, ასევე 6 წლამდე და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები.

როგორ უნდა მივიღოთ რუჯი უსაფრთხოდ | შენი სილამაზე

დამწვრობის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მზეზე ყოფნის დროის შემცირება, განსაკუთრებით პიკის საათებში (შუადღემდე 2 საათით ადრე და 2 საათით გვიან). დამწვრობის მიღება შესაძლებელია მოღრუბლულ ამინდშიც. ექიმების თქმით, საჭიროა წყლის წვეთების კანზე კარგად შემშრალება, რადგან მათ აქვთ ლინზების ეფექტი და აძლიერებენ მზის სხივების დამაზიანებელ ზემოქმედებას.

ზაფხულში რეკომენდებულია ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმლის და 99-100% დამცავი ეფექტის მქონე სათვალეების ტარება.

READ  „ქალებს 35 წლის ზემოთ და მამაკაცებს 40 წლის შემდეგ გირჩევთ, რომ…” – ნახეთ, რა რჩევას აძლევს მათ გიორ

წყარო 

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები