ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირუჯი და ხალები- რა უნდა ვიცოდეთ

რუჯი და ხალები- რა უნდა ვიცოდეთ

რა უნდა ვიცოდეთ ხალების შესახებ და მზის სხივების ზემოქმედება კანზე.

ხალი ხალხური სიტყვაა და სამედიცინო ენაზე მას ნევუსი ეწოდება. იგი შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. ადამიანის კანზე შესაძლოა იყოს სხვადასხვა წარმონაქმნი. ყველა წარმონაქმნი ხალი არ არის. არსებობს კანის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი წარმონაქმნი. სხეულზე არსებული წარმონაქმნების უმეტესობა კეთილთვისებიანია (პაპილომები, ანგიომები, დერმატოფიბრომები, სებორეული კერატომები და სხვა ).

სამწუხაროდ არსებობს საეჭვო წარმონაქმნები და შესაბამისად საჭიროა მათი დროული აღმოჩენა. კანის კიბო მსოფლიოში სიმსივნური დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში მისი მკურნალობა მეტად ეფექტურია.

დედამიწაზე მზის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა. ზოგადად ზომიერად მზის სხივები ყველა ადამიანისთვის აუცილებელიც კი არის. მაგალითად D ვიტამინი ადამიანის ორგანიზმში მზის სხივების დახმარებით გამომუშავდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ არსებობს კანის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი წარმონაქმნები. ამის გარდა არსებობს კანზე არსებული სხვა დაავადებები, რომლებიც ითვლება როგორც კიბოს წინარე მდგომარეობა. ასეთი დაავადებაა მაგალითად აქტინური კერატოზი. ძირითადად ემართებათ ასაკოვან ადამიანებს, სხეულის მზისგან დაუცველ მიდამოებში ( სახეზე, კისერზე, ყურებზე, ხელის მტევნებზე, თავზე ). იგი ვლინდება მოწითალო–მოვარდისფრო ლაქების სახით, რომელსაც აქვს გაუხეშებული ზედაპირი. სტატისტიკურად დაახლოებით 15%–20% შემთხვევაში შეიძლება მზის სხივების ზემოქმედებით გადაგვარდეს ბრტყელ უჯრედოვან კარცინომად, ხოლო რაც შეეხება თვითონ ამ დაავადებას იგი საკმაოდ ხშირად გვხვდება და აგრეთვე მზისგან დაუცველ მიდამოებში არის ლოკალიზებული. აღსანიშნავია აგრეთვე ბაზალიომა, რომელიც კანის ზედაპირზე წარმოქმნილი სიმსივნური დაავადებაა და მეტად გავრცელებულია კანის სიმსივნეებს შორის. მკურნალობის გარეშე დროთა განმავლობაში აზიანებს ქვეშ მდებარე ქსოვილებს და იწვევს მათ დაწყლულებას ანუ დესტრუქციას. კანის სიმსივნეებს შორის მეტად აგრესიულია მელანომა. საბედნიეროდ ის არ გვხვდება ხშირად. მელანომით ადამიანი ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაავადდეს. სწორედ ამიტომ არის საჭირო პროფილაქტიკური ღონისძიებები, რაც მოიცავს დერმატოლოგთან ვიზიტს ხალების შემოწმების მიზნით და მზის სხივებისგან სათანადო დაცვას.

რუჯი და ხალები- რა უნდა ვიცოდეთ | შენი სილამაზე

იმისათვის რომ ადამიანი უსაფრთხოდ გაირუჯოს მას უნდა ჰქონდეს წარმოდგენა ფოტომგრძნობელობის მიხედვით თუ რომელი ტიპის კანი აქვს. მაგალითად თუ ადამიანს აქვს ძალიან თეთრი კანი, იგი ყოველგვარი დაცვის გარეშე მზის სხივების ზემოქმედებით ძალიან სწრაფად წითლდება, მას კანი ეწვება. შედეგ ეს დამწვრობა გადის რამოდენიმე სტადიას, კანი იქერცლება და ისევ თეთრი ხდება. მაშასადამე პირველი ტიპის მქონე კანის ადამიანს არ შეუძლია რუჯის მიღება. ასეთი კანის შემთხვევაში და მითუმეტეს ხალების არსებობისას მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მზის სხივების ზემოქმედების დროს. სასურველია მათ კონსულტაცია გაიარონ დერმატოლოგთან რათა დერმატოსკოპით დათვალიერდეს მათი ხალები და მიიღონ სათანადო რჩევები. ზოგადად ყოველთვის ყველა ადამიანმა თავი უნდა დაიცვას მზის ინტენსიური გამოსხივებისგან. გაირუჯონ მხოლოდ 10–11 საათამდე დილით და 6 საათის შემდეგ საღამოს. დანარჩენი დრო გაატარონ ჩრდილში.

READ  „კრაკენი“ უკვე საქართველოშია, ყველაზე გადამდებია, რაც აქამდე ყოფილა“

#drpkhakadze

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები