მიცელარული წყალი და ბამბის დისკი კანის გასაწმენდად

მიცერაული წყალი-სწორად გამოყენების წესები

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

მიცელარული წყალი საკმაოდ მჭიდრო ადგილს იკავებს ყველა ქალბატონის ყოველდღიურ რუტინასა და კოსმეტიკაში. მისი მეშვეობით მარტივად შესაძლებელია მაკიაჟის მოცილება და კანის გაწმენდა.

 

იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ მიცელარული წყალი, უნდა გაითვალისწინოთ მარტივი წესები:

არ დატოვოთ მიცელარული წყალი სახეზე. ის შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლია კანის გამოშრობა და დისკომფორტის გამოწვევა. რაში გჭირდებათ ეს?

არ გამოიყენოთ ტონიკის ნაცვლად! მიცელარული წყალი – ეს არის გაწმენდის მხოლოდ პირველი ეტაპი, რომელიც კოსმეტიკას მარტივად ჩამორეცხავს, ცხიმოვან საფარველს მოგაცილებთ და მთელი დღის განმავლობაში სახეზე დაგროვილ მტვრის ნაწილაკებსა და ჭუჭყს მარტივად გაუმკლავდება.

არ მოახდინოთ თვალის მიდამოზე ძლიერი ზეწოლა, არ გაწელოთ კანი, ვინაიდან თვალის გარშემო ნაზი და თხელი კანია, შესაბამისად, მარტივად ექვემდებარება დაზიანებას.

ჩამოიბანეთ! უმჯობესია სახლის ტემპერატურის წყლით, იმიტომ, რომ ცივი წყალი სისხლძარღვების სპაზმს იწვევს, ხოლო ცხელი ადუნებს. უმჯობესია შეარჩიოთ თქვენთვის კომფორტული რეჟიმი.

მიცერაული წყალი-სწორად გამოყენების წესები

ბამბის დისკი რამდენიმე წამით გაიჩერეთ მაკიაჟის მოსაცილებელ ნაწილზე, შემდგომ ნელი მოძრაობით ჩამოირეცხეთ. ეს მეთოდი ტუშზეც, ტუჩსაცხზეც ეფექტურად მოქმედებს. მთავარია, არ დაინანოთ საშუალება.

თუკი იყენებთ წყალგამძლე საშუალებებს, მაშინ მიცერალურზე აუცილებლად ნახეთ შესაფერისი აღმნიშვნელი ნიშანი, რომელიც წყალგამძლე საშუალებებს უფრო მარტივად გაუმკლავდება, ვიდრე ჩვეულებრივი მიცელარული წყალი.

#drpkhakadze

წყარო

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). მიცერაული წყალი-სწორად გამოყენების წესები. 12 ივლისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  3 ქვეყანა, სადაც ყოველწლიურად ტარდება სილამაზის ფესტივალი და რას გვპირდება ის საქართველოში?
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის