ორშაბათი, ივნისი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირჩევები -სახის კანის მოვლისა და ახალაზრდული იერის შენარჩუნებისთვის

რჩევები -სახის კანის მოვლისა და ახალაზრდული იერის შენარჩუნებისთვის

რჩევები ქალბატონებს -როგორ გამოვიყურებოდეთ საუკეთესოდ

რჩევები -ქალი რომ საუკეთესოდ გამოიყურებოდეს ერთ -ერთი ხრიკია მაკიაჟს მიმართოს. 

სრულყოფილი მაკიაჟი ხაზს უსვამს საუკეთესო ნაკვთებს, მალავს იმას რაც არც თუ ისე გამოსაჩენია.

რა უნდა მოვიმოქმედოთ სახის კანი რომ ლამაზად გამოიყურებოდეს ფერუმარილის გარეშე? მნიშვნელოვანია მაკიაჟი მოდური იყოს და ასაკობრივად მორგებული.

თუ თინეიჯერობის ასაკში სწორად მოუვლით სახის კანს, მოწიფულ ასაკში საუკეთესო შედეგს მიიღებთ. თინეიჯერობის დროს ბევრი პროდუქტის გამოყენება საჭირო არ არის. მთავარია სწორი გამწმენდი საშვალება გამოიყენოთ. კანის ტიპის მიხედვით სწორად შეარჩიეთ პროდუქტი. ეს შეიძლება იყოს გამწმენდი რძე, ბალზამი, თუ სახის გელი.

გავრცელებულია აკნეს პრობლემა და ამისთვის ცალკე ხაზი არსებობს. სახის გაწმენდა მნიშვნელოვანია დილა- საღამოს.

ნებისმიერ ასაკში ასევე გაწმენდის გარდა, კანი საჭიროებს დატენიანებას. ვინც ამას დაიწყებს თინეიჯერობის ასაკში დიდხანს შეინარჩუნებს  ახალგაზრდა იერს.

დამატენიანებელი ნიღბები კარგია თვალის გარშემო, ისინი უტყუარად მეტყველებენ ასაკზე, ასევე გირჩევდით თიხის ნიღბებს. რომელიც პატარა ასაკშიც რეკომენდებულია.

თინეიჯერობის ასაკში როგორც წესი ცდილობენ უფრო მძიმე მაკიაჟს გაიკეთონ და უფრო დიდს გავდნენ ვიდრე არიან, არადა ამ ასაკში ჯანსაღი კანი ყველაზე უფრო ლამაზია. დღესდღეობით ტრენდია მუქი ფერები, ტონალურის გამოყენებისას ყურადღება გაამახვილეთ სახის ფერი დიდად არ განსხვავდებოდეს ტონალურის ფერისგან.

კიდევ ერთი რჩევა როდესაც ტონალურს ყიდულობთ ხელზე ნუ მოისინჯავთ, როგორც წესი ამას ვაკეთებთ ხოლმე, რადგან ხელის კანისა და სახის კანის ფერი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთსგან.

რჩევები -სახის კანის მოვლისა და ახალაზრდული იერის შენარჩუნებისთვის | შენი სილამაზე

აარჩიეთ სამი ტონალურის ფერი, რომელიც თავად მოგწონთ და დაიტანეთ ისინი ლოყაზე ერთმანეთის გვერდი-გვერდ. და თავადაც მიხვდებვით რომელი ტონი უფრო ახლოსაა თქვენი სახის კანის ფერთან. ტონალურის ფერი შეიძლება ერთი ტონით მუქი იყოს ბუნებრივ ფერზე, მეტით არა.

 

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები