ჯანსაღი თმა, ფრჩხილები და კანი

თმა, ფრჩხილი და კანი- ჯანსაღად რომ გამოიყურებოდეს

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ადამიანის კანის, ფრჩხილისა და თმის ხარისხი დიდადაა დამოკიდებული საკვებზე, რომელსაც ის მიირთმევს.

არასწორად შერჩეულმა პროდუქტებმა თუ დიეტამ, შესაძლოა, გამოაშროს, დაასუსტოს და გამოიწვიოს თმის ცვენა, ფრჩხილის მტვრევა და კანზე გამონაყარი. ამიტომ, საჭიროა მეტი ყურადღება მიაქციოთ კვების რაციონს.

თევზეული

ბევრი დიეტა არსებობს, რომლის დროსაც ძირითად საკვებს ზღვის პროდუქტი წარმოადგენს. თევზის დიდი რაოდენობით მიღება თმისა და ფრჩხილების დათხელებას იწვევს. ეს პრობლემა ხშირად ექმნებათ სუშის მოყვარულებს. თუმცა, მისი ზომიერად მოხმარება და საკვებ რაციონში შეტანა სასარგებლოა არა მარტო თმისა და ფრჩხილის, არამედ მხედველობისთვისაც.

შაქარი

- Advertisement -
Ad imageAd image

ტკბილეულის გადაჭარბებული დოზით მიღება არა მხოლოდ სისხლისა და კბილებისთვის, არამედ კანის, თმისა და ფრჩხილებისთვისაც მავნეა. შაქრის დამატებითი დოზა იწვევს მამაკაცის ჰორმონის, ანდროგენის გამოყოფას, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში და ამან კი შესაძლოა, გამოიწვიოს ჭარბთმიანობა.

ცომეული

თეთრი პურის, სპაგეტის, ნამცხვრებისა და სხვა ცომეულის შემადგენლობა შაქარს შეიცავს. შესაბამისად, მოქმედებს ფრჩხილებსა და თმაზეც. ამ ტიპის საკვების დიდი რაოდენობით გამოყენებამ, შესაძლოა, თმისა და ფრჩხილების დათხელება გამოიწვიოს.

თმა, ფრჩხილი და კანი- ჯანსაღად რომ გამოიყურებოდეს

ვიტამინი A

- Advertisement -
Ad imageAd image

ამ ვიტამინის დიდი ოდენობით მიღება იწვევს თმის ცვენასა და ფრჩხილების დაზიანებას. მულტივიტამინებში A ვიტამინის შემადგენელი დოზა სახიფათო არ არის. იმავეს ვერ ვიტყვით სხვადასხვა გაურკვეველი წარმომავლობის – დიეტურ, იმუნიტეტის გამაძლიერებელ და ასე შემდეგ – აბებზე. ამიტომ, სანამ ასეთი აბის მიღებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გადაამოწმეთ, შედის თუ არა მასში A ვიტამინი და თუ შედის, რა რაოდენობით.

წყარო

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). თმა, ფრჩხილი და კანი- ჯანსაღად რომ გამოიყურებოდეს. 19 ივნისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%97%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  განტვირთვის დღე კიტრით! 4 სხვადასხვა ვარიანტი და მინუს 2 კილოგრამი დღეში!
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის