ხუთშაბათი, აპრილი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგისახის კანის მოვლა სეზონების მიხედვით

სახის კანის მოვლა სეზონების მიხედვით

კანის მოვლა ნებისმიერ სეზონზე აქტუალური თემაა. არსებობს წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ზამთარშიც და ზაფხულშიც. კრემები და ნიღბები კი, კანის ტიპისა და საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა შევარჩიოთ.

სხვადასხვა სეზონზე კანის მოვლის წესები იცვლება.ზაფხულში კანში გროვდება მეტი თავისუფალი რადიკალები, ასევე უნდა ვუფრთხილდეთ მზის სხივების ზემოქმედებით ფოტოდაბერებას. ცხიმიან კანზე კი ჩნდება მეტი გამონაყარი და კომედონები, რადგანაც ზაფხულში გამოიყოფა მეტი კანის ცხიმი.

ანის მოვლის საერთო წესები ზაფხულში მოიცავს დილა-საღამოს აუცილებელ წმენდას (კარგია მიცელარული წყალი, თერმული წყალი კი დღის განმავლობაში). გამწმენდი გელები უნდა იყოს წყლის ფუძეზე, განსაკუთრებით ცხიმიანი კანისთვის სასურველია იყოს ალოე ვერას შემადგენლობით. უნდა ვიხმაროთ მეტი დამატენიანებლები დამცავი ფილტრებით SPF 30-60. საღამოს – მკვებავი საცხი.. ახალგაზრდა და ცხიმიანი კანისთვის კი სპეციალური საცხები.ასევე გამორიცხეთ ზაფხულში პილინგები და მათეთრებლები.პილინგებისთვის, ფოტოგაახალგაზრდავების და ბიორევიტალიზაციის პროცედურებისთვის გამოიყენეთ ზამთრის პერიოდი.

ზამთარში კანს სჭირდება განსაკუთრებული მოვლა და მეტი საშუალებები, მაგრამ აქ იცვლება მთავარი წესი – ძალიან ცივ თვეებში არ იხმაროთ წყლის ფუძეზე დამზადებული დამატენიანებლები, რადგან მასში არსებული წყლის მოლეკულები იყინება და იწვევს მიკროტრავმებს. კრემის წასმა საჭიროა გარეთ გასვლამდე მინიმუმ 0,5 საათით ადრე.

ასურველია, ამ პერიოდში კრემები ვიხმაროთ ,,უკუღმა“- დამატენიანებლი ღამით, მკვებავი კი დღისით. ეს წესი განსაკუთრებით იმათ ეხება, ვისაც ძალიან მშრალი კანი აქვთ. მიუხედავად მზის ნაკლებობისა, ზამთარში გარეთ გასვლისას მაინც საჭიროა დამცავი საშუალებების ხმარება, მხოლოდ ნაკლები ფილტრით.

ზამთარში კარგია ჟანგბადის ნიღბებიც (შეიძინეთ აფთიაქში ან გააკეთეთ სახლში), რადგან ჰაერზე ნაკლებ დროს ვატარებთ და ოთახში კი ჰაერი გამომშრალია. მაგალითად, ჩვეულებრივ მკვებავ ნიღაბს (ჰერკულესი, გვირილის ნახარში, კოსმეტიკური თიხა) შეგიძლიათ დაამატოთ რამოდენიმე წვეთი წყალბადის ზეჟანგი.

წყარო: https://www.beaumonde.ge/

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
10 საუკეთესო აქტივობა ალგეროში, სარდინიაზე

10 საუკეთესო აქტივობა ალგეროში, სარდინიაზე

2 April, 2025
შეხვედრაზე მოისმინეს ინფორმაციები კანონების – „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ და „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“

შეხვედრაზე მოისმინეს ინფორმაციები კანონების – „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ და „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“

აპრილი 2, 2025
გამორჩეული როლები თეატრსა და კინოში, ცნობილი ოჯახი და ბრწყინვალე კარიერა – ნატა მურვანიძის პორტრეტი

გამორჩეული როლები თეატრსა და კინოში, ცნობილი ოჯახი და ბრწყინვალე კარიერა – ნატა მურვანიძის პორტრეტი

2 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
„აგროჰაბი“ განცხადებას ავრცელებს

„აგროჰაბი“ განცხადებას ავრცელებს

აპრილი 2, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სან ფრანცისკოში საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბი ამოქმედდება

სან ფრანცისკოში საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბი ამოქმედდება

აპრილი 2, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კლასიკური პასკის რეცეპტი, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ

კლასიკური პასკის რეცეპტი, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ

აპრილი 2, 2025
როგორ შევინარჩუნოთ ქართული ტრადიციები ემიგრაციაში?

როგორ შევინარჩუნოთ ქართული ტრადიციები ემიგრაციაში?

2 აპრილი 2025
თბილისის საუკეთესო უბნები საცხოვრებლად

თბილისის საუკეთესო უბნები საცხოვრებლად

აპრილი 2, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები