სამშაბათი, ივნისი 24, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი3 სახის ნიღაბი - სახლის პირობებში

3 სახის ნიღაბი – სახლის პირობებში

სახის მოვლა სახლის პირობებში საკმაო მარტივია, არსებული ინგრედიენტების გამოყენებით,

თუმცა იმისათვის რომ ლამაზი კანი გვქონდეს კვება უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია.

3 სახის ნიღაბი სახლის პირობებში:

1) სახის გაწმენდა ყველა ტიპის კანისთვის

აბუსალათინის ზეთი შეურიეთ ნებისმიერ თქვენთვის საყვარელ ზეთს: ჟოჟობას, ყურძნის წიპწების, ზეითუნის ან ავოკადოს ზეთს. მშრალი კანისთვის 1 წილ აბუსალათინის ზეთზე უნდა აიღოთ 9 წილი საბაზო, ნორმალურისთვის – შეფარდებით 2 : 8, ცხიმიანისთვის კი – 3 : 7. პირსახოცს დაასხით ცხელი წყალი (არა მდუღარე). 2-3 წუთის განმავლობაში მასაჟის მოძრაობებით დაიტანეთ ზეთის ნაზავი სუფთა კანზე, დაიტოვეთ კიდევ ერთი წუთით და მოიშორეთ ცხელი პირსახოცით (არ უნდა დაგწვათ) ფრთხილი მოძრაობებით.

3 სახის ნიღაბი – სახლის პირობებში | შენი სილამაზე

2) სახის ნიღაბი ინდოელი ქალების რეცეპტით

ამ ნიღბის დახმარებით ინდოელი ქალების კანი ბრწყინვალედ გამოიყურება მთელი დღის განმავლობაში. იმისათვის რომ მოამზადოთ ეს ნიღაბი, შეურიეთ ერთმანეთში 1 ჩ.კ. კურკუმა, 3 ს.კ. იოგურტი და რამდენიმე წვეთი თაფლი და გაანაწილეთ ოქროსფერი ნარევი სახეზე. ეს ნიღაბი შეიძლება დაიტანოთ ასევე თვალების ქვეშ, ოღონდ მოერიდეთ პირდაპირ კონტაქტს. ნიღაბი მოიშორეთ ნოტიო ხელსახოცით 15-20 წუთის შემდეგ.

3) ბანანის ნიღაბი კანის სიგლუვისთვის

იმისათვის რომ მოვახდინოთ კანის ტონიზირება და დაჭიმვა, დაგვეხმარება ბანანის ნიღაბი. 1 ბანანის ქერქი კარგად გარეცხეთ, დაამატეთ ბანანის რბილობის რამდენიმე ნაჭერი და დააბლენდერეთ მცირე რაოდენობის ხაჭოსთან და 1 ჩ.კ. ბრინჯის ფქვილთან ერთად. მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე, 10-15 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

წყარო 

 

 

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  როგორ უნდა შეარჩიოთ ტუჩსაცხი თქვენი კანის ფერის მიხედვით
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები