ბუნებრივი სახის ნიღაბი სახლის პირობებში მომზადებული ინგრედიენტებით

3 სახის ნიღაბი – სახლის პირობებში

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

სახის მოვლა სახლის პირობებში საკმაო მარტივია, არსებული ინგრედიენტების გამოყენებით,

თუმცა იმისათვის რომ ლამაზი კანი გვქონდეს კვება უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია.

3 სახის ნიღაბი სახლის პირობებში:

1) სახის გაწმენდა ყველა ტიპის კანისთვის

აბუსალათინის ზეთი შეურიეთ ნებისმიერ თქვენთვის საყვარელ ზეთს: ჟოჟობას, ყურძნის წიპწების, ზეითუნის ან ავოკადოს ზეთს. მშრალი კანისთვის 1 წილ აბუსალათინის ზეთზე უნდა აიღოთ 9 წილი საბაზო, ნორმალურისთვის – შეფარდებით 2 : 8, ცხიმიანისთვის კი – 3 : 7. პირსახოცს დაასხით ცხელი წყალი (არა მდუღარე). 2-3 წუთის განმავლობაში მასაჟის მოძრაობებით დაიტანეთ ზეთის ნაზავი სუფთა კანზე, დაიტოვეთ კიდევ ერთი წუთით და მოიშორეთ ცხელი პირსახოცით (არ უნდა დაგწვათ) ფრთხილი მოძრაობებით.

- Advertisement -
Ad imageAd image

3 სახის ნიღაბი - სახლის პირობებში

2) სახის ნიღაბი ინდოელი ქალების რეცეპტით

ამ ნიღბის დახმარებით ინდოელი ქალების კანი ბრწყინვალედ გამოიყურება მთელი დღის განმავლობაში. იმისათვის რომ მოამზადოთ ეს ნიღაბი, შეურიეთ ერთმანეთში 1 ჩ.კ. კურკუმა, 3 ს.კ. იოგურტი და რამდენიმე წვეთი თაფლი და გაანაწილეთ ოქროსფერი ნარევი სახეზე. ეს ნიღაბი შეიძლება დაიტანოთ ასევე თვალების ქვეშ, ოღონდ მოერიდეთ პირდაპირ კონტაქტს. ნიღაბი მოიშორეთ ნოტიო ხელსახოცით 15-20 წუთის შემდეგ.

3) ბანანის ნიღაბი კანის სიგლუვისთვის

იმისათვის რომ მოვახდინოთ კანის ტონიზირება და დაჭიმვა, დაგვეხმარება ბანანის ნიღაბი. 1 ბანანის ქერქი კარგად გარეცხეთ, დაამატეთ ბანანის რბილობის რამდენიმე ნაჭერი და დააბლენდერეთ მცირე რაოდენობის ხაჭოსთან და 1 ჩ.კ. ბრინჯის ფქვილთან ერთად. მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე, 10-15 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

- Advertisement -
Ad imageAd image

წყარო 

 

 

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). 3 სახის ნიღაბი – სახლის პირობებში. 8 ივნისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a6%e1%83%90%e1%83%91%e1%83%98-3/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  "ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს თავისუფლება პროფესიაში... აქ მუდამ მობილიზებული ხარ" - ინტერვიუ ნათია ტალახაძესთან
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის