კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგისახის ჩინური ნიღაბი -როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში

სახის ჩინური ნიღაბი -როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში

თაფლის, სახამებლისა და მარილისგან დამზადებული სახის ჩინური ნიღაბი კვებავს, ათანაბრებს კანის ტონს და საგრძნობლად ამცირებს ასაკობრივი ლაქების გაჩენას.

სახის ჩინური ნიღაბი ნამდვილი აღმოჩენაა ქალბატონებისათვის. გთავაზობთ ის თავად მოამზადოთ სახლის პირობებში.

დაგჭირდებათ:

1 ჩაის კოვზი თაფლი;1 ჩაის კოვზი სახამებელი;1 ჩაის კოვზი მარილი.

შეურიეთ თაფლი და სახამებელი ერთგვაროვანი მოთეთრო ფერის მიღებამდე. დაამატეთ ჩაის კოვზი ზღვის მარილი (შეიძლება შეიცვალოს ჩვეულებრივი იოდიზირებული მარილით). თუ კანი ძალიან მგრძნობიარეა ან ძალიან მშრალია, მაშინ ნიღაბს დაუმატეთ კიდევ 1 ჩაის კოვზი რძე.

ნიღაბი მზად არის, ახლა შეგიძლიათ წაისვათ სახეზე რამდენიმე ფენად. უნდა გაიჩეროთ 25 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანოთ.

თუ გრძნობთ დისკომფორტს, წვას და ა.შ, უმჯობესია ნიღაბი დაუყოვნებლივ ჩამოიბანოთ წყლით. საუკეთესო შედეგისთვის რეკომენდებულია ნიღბის გაკეთება ყოველ მეორე დღეს, 20 დღის განმავლობაში.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  ჯინსი და ჩექმა -ზამთრის სეზონის ყველაზე მოდური შერწყმა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები