ქალი ატარებს სახის მოვლის პროცედურას ბუნებრივი საშუალებებით

5 ხრიკი სპეციალურად ქალბატონებისთვის,რომელიც შეუდარებელ ფორმაში ყოფნისათვის დაგეხმარებათ

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ჩვენ, ქალბატონებს, მიუხედავად ჩვენი ასაკისა, გვსურს, ყოველთვის და ყველგან გამოვიყურებოდეთ ლამაზად და მიმზიდველად, რისთვისაც სხვადასხვა ხრიკებს ვიყენებთ.

დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით, როგორ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე ისე, რომ არ მოგვიწიოს რეგულარულად სხვადასხვა პროცედურებში საკმაოდ სოლიდური თანხის ფლანგვა.

ეს 5 ხრიკი, რომელთაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ, აუცილებლად გამოგადგებათ. სწორედ მათი დახმარებით შეძლებთ ყოველთვის შეუდარებელ ფორმაში ყოფნას.

1. როგორ დავამარცხოთ შეშუპება და დავატენიანოთ კანი წამებში

მოამაზდეთ მარლის კონცენტრირებული წყალხსნარი, ჩაალბეთ მასში პირსახოცი და დაიფინეთ სახეზე 10 წუთით. შეშუპება ისე გაქრება, თითქოს არც შეუწუხებიხართ.

- Advertisement -
Ad imageAd image

2. როგორ მივანიჭოთ ტუჩებს დამატებითი მოცულობა

კბილის ჯაგრისზე წაუსვით მცირეოდენი ვაზელინი და მისი გამოყენებით მსუბუქად დაიმუშავეთ ტუჩები. ეფექტი მართლაც რომ შთამბეჭდავია!

5 ხრიკი სპეციალურად ქალბატონებისთვის,რომელიც შეუდარებელ ფორმაში ყოფნისათვის დაგეხმარებათ

3. ზეითუნის ზეთი კანისთვის

ის არაჩვეულებრივად წმენდს, კვებავს და ატენიანებს ჩვენს კანს. 5 დღეში ერთხელ ჩაიტარეთ შემდეგი პროცედურა: ცოტახნით მიუშვირეთ სახე ცხელ ორთქლს, რათა კანის ფორები კარგად გაიხსას და შემდეგ 5 წუთის განმავლობაში იკეთეთ კანის მსუბუქი მასაჟი ზეითუნის ზეთში დასველებული თითის ბალიშებით. ასე თქვენი კანი ყოველთვის შეუდარებლად ლამაზი და მიმზიდველი იქნება! პროცედურის შემდეგ ფორების დასახურად გამოიყენეთ ყინულის კუბიკები.

- Advertisement -
Ad imageAd image

5 ხრიკი სპეციალურად ქალბატონებისთვის,რომელიც შეუდარებელ ფორმაში ყოფნისათვის დაგეხმარებათ

4. თაფლი დაგიხსნით აკნესგან

თუ მოეულოდნელად, ყველაზე უდროო მომენტში გამონაყარი გაგიჩნდათ, უბრალოდ დაიმუშავეთ კანის შესაბამისი მონკავეთი რამდენიმე წვეთი თაფლით, დაიტოვეთ სამოქმედოდ 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. უკვე 15 წუთში გამონაყარი ნაკლებად შესამჩნევი გახდება.

5 ხრიკი სპეციალურად ქალბატონებისთვის,რომელიც შეუდარებელ ფორმაში ყოფნისათვის დაგეხმარებათ

5. კანის ანთებას თვალის წვეთები გაუმკლავდება

გამონაყარი მალევე რომ გაიქროთ, ბამბის დისკს დააწვეთეთ თვალის წვეთები და მოათავსეთ საყინულეში რამდენიმე წუთით. გაყინული დისკი დაიფინეთ კანის შესაბამის მონაკვეთზე და გაიჩერეთ რამდენიმე წუთით.

5 ხრიკი სპეციალურად ქალბატონებისთვის,რომელიც შეუდარებელ ფორმაში ყოფნისათვის დაგეხმარებათ

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

წყარო: https://martivad.com

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). 5 ხრიკი სპეციალურად ქალბატონებისთვის,რომელიც შეუდარებელ ფორმაში ყოფნისათვის დაგეხმარებათ. 25 მარტი, 2024. https://shenisilamaze.ge/5-%e1%83%ae%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%99%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%91%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  სახის ნიღაბი როგორ მოვამზადოთ საბავშვო ფაფისგან
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის