სილამაზის ტენდენციები 2024 წელს

0
280
2024 წლის ყველაზე ცხელმა სილამაზის ტრენდებმა უკვე თქვა თავისი სათქმელი. მათ შორის ხუთი ყველაზე აქტუალური სილამაზის ტრენდებია: მბზინავი წითელი, ფერადი გრაფიკული ლაინერი და სხვა. სილამაზე ამბობს თავის სათქმელს!

ᲤᲔᲠᲐᲓᲘ ᲒᲠᲐᲤᲘᲙᲣᲚᲘ ᲗᲕᲐᲚᲘᲡ ᲚᲐᲘᲜᲔᲠᲘ
2024 წელს ყველაფერი ცდება საზღვრებს – ფაქტიურად! აბსტრაქტული და ფერადი თვალის ლაინერები იპყრობს ყურადღებას და კლასიკურ შავს უვლის გვერდს. არ გაქვთ ფერადი თვალის ლაინერი თქვენს კოლექციაში? არაა პრობლემა! თქვენ შეგიძლიათ მის მაგივრად გამოიყენოთ თვალის ჩრდილი. შეურიეთ ელექტრო ლურჯი და იასამნისფერი, ან ყინულოვანი თეთრი და ხასხასა ვარდისფერი, რათა შექმნათ ფერების კალეიდოსკოპი თქვენს ქუთუთოებზე.

BALLETCORE ᲔᲡᲗᲔᲢᲘᲙᲐ
წარმოიდგინეთ “saccharine” თმის ვარცხნილობის ნელ შერწყმას სილამაზესთან, “balletcore” რომელიც მოიცავს ჰიპერ-ქალურობას. ღაჟღაჟა ლოყები, დიფუზური ტუჩები, ნაწნავები და ბალერინას მსგავსად აწეული თმა. გამოიყენეთ რუჟის ეფექტი კონტურის სახით, ან თვალის გარშემო. არ დაგავიწყდეთ თმის ლენტები.

ᲬᲘᲗᲚᲘᲡ ᲔᲚᲤᲔᲠᲘ
იდუმალი, მაცდუნებელი და ძალიან რომანტიული – წითელი 2024 წელს თამამად გვიბრუნდება. თუმცა, წითელი ტუჩსაცხი ყოველთვის იყო ყველა ქალის მაკიაჟის მთავარი ელემენტი. წელს კიდევ უფრო მეტი უპირატესობა მიენიჭება. კანის შეფერილობას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია გამოიყენოთ ნათელი პიგმენტები, რომლებიც გააცოცხლებს თქვენს ტუჩებს. მაგრამ ეს არ ჩერდება; როგორიც გრაფიკული თვალის ლაინერი, წითელი ფერიც მოულოდნელად შემოიჭრება. მიიღეთ იერსახე: Giordani Gold გლუვი წითელი ტუჩსაცხით SPF 15 & წითელი პრიალა ტუჩსაცხი-ბალიშით THE ONE Irresistible Touch მიიღეთ შთაგონება: Alexander McQueen and Schiaparelli

ᲫᲚᲘᲔᲠᲘ ᲛᲮᲐᲠᲔ
TikTok გახდა თმის ვარცხნილობის კერა, ხოლო Gen-Z-ის უახლესი ტენდენცია ძველი ათასწლეულების კვალს უბრუნდება. დიახ, სწორად გაიგეთ! შუაზე გაყოფილმა და გვერდზე გადავრცხნილმა თმამ დაამშვენა გავლენიანი მოდის კვირეულები და ეს არის ძალიან მარტივი ცვლილება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მთლიანად თქვენი იერსახის შცვლა. მიიღეთ იერსახე: სავარცხელი წვრილი კბილებით StylerPRO & Duologi CC თმის სპრეით მიიღეთ შთაგონება: Valentino and Hermès

ᲛᲑᲖᲘᲜᲕᲐᲠᲔ ᲙᲐᲜᲘ
შარშან, რადგან “mermaidcore” და “rhinestones” ფერადოვანი ჩრდილების ტრენდი ტრიალებდა. 2024 წელს მისი გავლენა აისახება ახალ ტენდენციაში მივიღოთ ბზინვარე, პრიალა კანი. ვიზაჟისტები გვეუბნებიან შევურიოთ სხვადასხვა საშუალებები. მაგ. შეგვიძლია ტუჩის ზეთი წავისვათ ლოყებზე ჯანსაღი, ნამიანი ბზინვარებისთვის. მიიღეთ იერსახე: Waunt დამატენიანებელი შრატი მბრწყინავი კანის ეფექტით და THE ONE IlluSkin თხევადი ჰაილაითერით მიიღეთ შთაგონება: Jason Wu and Tory Burch
წყარო:https://ge.oriflame.com
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ