ზაფხულში წყლის დალევა და ჰიდრატაცია ჯანმრთელობის დასაცავად

ზაფხული და ჯანმრთელობა- რა გავითვალისწინოთ

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ზაფხული, რომელსაც ყველანი ასე ველოდებოდით, უკვე მოვიდა და ტემპერატურაც ნელ-ნელა იმატებს.

მზე, ფერადი და ნათელი დღეები კარგია, მაგრამ ზაფხულს თავისი პატარა წესებიც აქვს, რომელიც აუცილებელია, რომ ვიცოდეთ და დავიცვათ. მაღალი სიცხეები ყველაზე თანაბრად არ მოქმედებს და ზოგიერთი ადამიანისთვის განსაკუთრებით საჭიროა იმის ცოდნა, როგორ გაუმკლავდეს განსაკუთრებულად მაღალ ტემპერატურას.

მაინც რა უნდა ვიცოდეთ იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც ზაფხულში იჩენს თავს? სხეულის გადახურება, დეჰიდრატაცია, საკვებით ინტოქსიკაცია ზაფხულის თანმდევი პრობლემებია ხოლმე და საჭიროა, გვქონდეს ინფორმაცია, როგორ უნდა დავიცვათ თავი მათგან და როგორ მოვიქცეთ მათი გამოვლენის დროს.

სხეულის გადახურება

იმისთვის, რომ სიცხეში ჩვენი ორგანიზმი გადახურებისგან დავიცვათ, აუცილებელია, რომ ვიზრუნოთ სიგრილის შენარჩუნებაზე. დასაწერად მარტივია, თუმცა ახლა უფრო დეტალურად გეტყვით, რა შეიძლება ამისთვის გააკეთოთ.

- Advertisement -
Ad imageAd image

 

უპირველეს ყოვლისა, ეცადეთ, შეძლებისამებრ, ხშირად მიიღოთ გრილი შხაპი. თუ სახლში არ ხართ და წყლის გადავლების საშუალება არ გაქვთ, ყინულის პაკეტებისა და სველი პირსახოცის გამოყენებაც შეიძლება;

ტანსაცმელი – დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ როგორ ვიცვამთ ზაფხულში. უპირატესობა მიანიჭეთ ბამბისა და გრილ ქსოვილებს, რომლებიც ჰაერს მარტივად ატარებს. ასევე ყურადღება მიაქციეთ ფერებსაც, ატარეთ ღია ფერის სამოსი, რომელიც უფრო ნათელი და თხელია;

ფეხსაცმელი – აუცილებელია, რომ ცხელ ამინდში ფეხი არ გადახურდეს, ამიტომ დახურული ფეხსაცმელი, მით უმეტეს, წინდებით სიარული არაფრით არ არის რეკომენდებული. როდესაც სიცხეში ფეხის გადახურება ხდება, ხშირია სხვადასხვა კანის დაავადების წარმოქმნის რისკი, ამიტომ გაითვალისწინეთ და ეცადეთ ღია ფეხსაცმელი ატაროთ.

ზაფხული და ჯანმრთელობა- რა გავითვალისწინოთ

- Advertisement -
Ad imageAd image

დეჰიდრატაცია

დეჰიდრატაცია გაუწყლოებას ნიშნავს და ის ყალიბდება, როცა იმაზე მეტ წყალს ხარჯავს ორგანიზმი, ვიდრე მოიხმარს.

ყველაზე მარტივი, რაც შეგიძლიათ, გააკეთოთ არის წყლის დალევა;

ასევე კარგია ზაფხულში ხილის მიღება, განსაუთრებით, კივის, საზამთროსი; საკმარისი წყლის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ კიტრიც. სიგრილის შესანარჩუნებლად კარგი იქნება ცივ წყალში ლაიმის, პიტნისა და ყინულის დამატებაც.

READ  მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი

ზაფხულის სიცხე არა მხოლოდ შემაწუხებელი, არამედ სახიფათოც კი შეიძლება იყოს, განსაკუთრებით, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, ამიტომ მთავარი და ზოგადი რეკომენდაციაა ის, რომ მოერიდოთ მზის ყველაზე ცხელ საათებს, ამ დროს ეცადოთ სახლში ან შენობაში დარჩეთ. თუ გარეთ გასვლა რაღაც საქმის გამო აუცილებელია, ეცადეთ, იქონიოთ წყალი, მზისგან დამცავი კრემი, მზის სათვალე და თავსაბურავი.

წყარო  

 

 

 

 

 

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ზაფხული და ჯანმრთელობა- რა გავითვალისწინოთ. 7 ივნისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%96%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის