სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ მოვამზადოთ სახის ნიღაბი - სოდით

როგორ მოვამზადოთ სახის ნიღაბი – სოდით

საკვები სოდა – სახის კანის მოვლის იდეალური საშუალება

თუ კვირაში ერთხელ მაინც სოდის ნიღაბს გაიკეთებთ, შესანიშნავ შედეგს მიაღწევთ. გახსოვდეთ, რომ სოდის გამოყენება, სახის მოსავლელად ყოველდღიურად არ შეიძლება.

საკვები სოდა საკმაოდ კარგია პირის დასაბანად. ის აცილებს კანს მკვდარ უჯრედებს, ჭუჭყსა და ცხიმს, ასუფთავებს ფორებს და ხელს უშლის აკნეს განვითარებას. აიღეთ ცოტა საკვები სოდა და დაუმატეთ წყალი იმ რაოდენობით, რომ პასტისებური მასა მიიღოთ, კანი დაისველეთ თბილი წყლით და ნაზი, წრიული მოძრაობით სახეზე წაისვით. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სოდა, შაქარი და შვრია – საკვები სოდა და შვრია ერთად კანის ძლიერი გამწმენდი საშუალებაა. თანაბარი რაოდენობით შეურიეთ სოდა, შვრია და წყალი. მიღებული მასა თითების წრიული მოძრაობით წაისვით სახეზე. ამ მეთოდით ადვილად მოიცილებთ კანის მკვდარ უჯრედებს და გააღიავებთ შავ წრეებს თვალის ქვეშ.

სოდა და ლიმონი – საკვები სოდა ლიმონთან ერთად კანის საკმაოდ ეფექტური სადეზინფექციო საშუალებაა. ეს ნარევი წმენდს ცხიმიან კანს, ამცირებს ასაკობრივ ლაქებს და კანს თანაბარ ელფერს აძლევს. ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი საკვები სოდა და 2 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი ჭიქაში. შეავსეთ ჭიქის 1/4 ლიმონის წვენით და აურიეთ კარგად. ეს ნარევი ფრთხილად წაისვით სუფთა და ოდნავ ტენიან კანზე. დაიტოვეთ 10 წუთით, შემდეგ კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

#drpkhakadze #pitskhelauri

წყარო

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  ფხაკაძე: არავის არაფერს გაძალებთ, თუ დამიჯერებთ, კარგია, არ დამიჯერებ, გზა დიდია...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები