კოკო შანელის ელეგანტურობის წესები თანამედროვე ქალისთვის

კოკო შანელის ელეგანტურობის წესები თანამედროვე ქალისთვის

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

კოკო შანელის ელეგანტურობის წესები დღესაც რჩება ყველაზე აქტუალური სახელმძღვანელო ქალებისთვის, რომლებსაც უყვართ კლასიკური სტილი და შეუდარებელი გემოვნება. ჟურნალ Time-ის მიხედვით, შანელი მე-20 საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაშია, და ეს სრულიად დამსახურებულია.

ლეგენდარულმა ფრანგმა დიზაინერმა ქალის გარდერობი მთლიანად შეცვალა და სტილის ახალი ფილოსოფია შექმნა. როგორი იქნებოდა ცხოვრება შარვლის გარეშე, ან თუ ჩვენ დღესაც გვიწევდა ფუმფულა, გრძელი კაბებისა და კორსეტის ტარება? შანელმა დაამტკიცა, რომ მარტივად შეიძლება მამაკაცის ტანსაცმლის ქალურად გადაქცევა და ამით ქალებს თავისუფლება და კომფორტი აჩუქა.

სტილის უცვლელი პრინციპები და სილამაზის ფილოსოფია

კოკო შანელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა იყო: “სიყვარულში ბოლომდე ვიხარჯებოდი, მაგრამ როცა მამაკაცსა და კაბებს შორის არჩევანზე მიდგებოდა საქმე, მე კაბებს ვირჩევდი.” ეს სიტყვები ასახავს მის დამოუკიდებლობას და მიჯაჭვულობას ხელოვნებისადმი. სწორედ ეს თვითდაჯერებულობა და პრიორიტეტების სიცხადე აძლევდა მას ძალას შეექმნა ისეთი ხანგრძლივი და გავლენიანი მემკვიდრეობა.

“მოდა იცვლება, მაგრამ სტილი რჩება” – ეს არის შანელის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი. დროებითი ტენდენციების მიუხედავად, ჭეშმარიტი ელეგანტურობა საფუძვლად უდევს კლასიკურ საგნებს და პიროვნულ გემოვნებას. შავი ტანსაცმლის სწორად შერჩევა, რომელიც შანელმა პოპულარული გახადა, დღესაც ელეგანტურობის სიმბოლოდ რჩება.

- Advertisement -
Ad imageAd image

შანელის აზრით, ქუდები ქალისგან ნამდვილ ლედის ქმნიან. სწორად შერჩეული აქსესუარები და დეტალებია ის, რაც ტანსაცმელს სიცოცხლეს ანიჭებს და ინდივიდუალურობას უმატებს. ამიტომაც მისი რჩევები აქსესუარების შესახებ დღესაც ღირებულია ყველა ქალისთვის.

სუნამო და სილამაზის სირთულეები

“სუნამო უხილავი, მაგრამ დაუვიწყარი მოდური აქსესუარია” – ამბობდა შანელი, რომელსაც თავად ეკუთვნის ლეგენდარული Chanel №5-ის შექმნა. სუნამო ქალის მოახლოებას გვამცნობს და მოგონებას გვიტოვებს მისი წასვლის შემდეგაც. როცა ერთხელ ახალგაზრდა ქალმა ჰკითხა: “სად უნდა დავისხათ სუნამო?”, შანელმა უპასუხა: “ნებისმიერ ადგილას, სადაც გინდა, რომ გაკოცონ.”

READ  ბელა ჰადიდი Chopard-ის სახე და გლობალური ელჩი გახდა

ეს პასუხი შესანიშნავად ასახავს მისი ფილოსოფიის ბუნებას – ელეგანტურობა სენსუალურია, მაგრამ არასდროს ვულგარული. სუნამო უნდა იყოს ქალის პიროვნების გაგრძელება, არა მხოლოდ დეკორაცია. სწორედ ამიტომ კოკო შანელის რჩევები პარფიუმერიის შესახებ დღესაც აქტუალურია.

ტანსაცმლისა და ელეგანტურობის კავშირი

“ლამაზი კაბა შესაძლებელია ლამაზი ჩანდეს საკიდზე, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს – ის აუცილებლად უნდა იქნეს დანახული მხრებზე, მხრის, წელისა და ფეხების მოძრაობაზე.” შანელი გვასწავლის, რომ ტანსაცმელი უნდა იყოს შექმნილი ცოცხალი ადამიანისთვის, არა მანეკენისთვის. სტატიკურ მდგომარეობაში ლამაზად გამოსახული კაბა რეალურ ცხოვრებაში შეიძლება არაკომფორტული აღმოჩნდეს.

კომფორტი და მოძრაობის თავისუფლება – ეს იყო ის, რაც შანელმა ქალების მოდაში შემოიტანა. მისი შექმნილი სტილი საშუალებას აძლევდა ქალს არა მხოლოდ ლამაზად გამოეყურებინა, არამედ კომფორტულად გრძნობოდა თავისი სხეულის ყველა მოძრაობისას.

- Advertisement -
Ad imageAd image

ასაკი, სილამაზე და თვითმოვლა

“20 წლამდე ქალს აქვს სახე, რომელიც ბუნებამ უბოძა; ხოლო 50 წლამდე კი სახე, რომელსაც იმსახურებს” – ეს შანელის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფრაზაა. იგი გვასწავლის, რომ ბუნებრივი მონიჭებული სილამაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორ ვუვლით თავს და როგორ ველაპარაკებით საკუთარ თავს, ეს არის ის, რაც ჩვენს სახეს ფორმირებს წლების განმავლობაში.

“ვერ ვიგებ, როგორ შეუძლია ქალს სახლიდან გასვლა, პატარა მოწესრიგების გარეშეც კი – თუნდაც ზრდილობის გულისთვის.” ეს სიტყვები აჩვენებს, რომ თავის მოვლა არის პატივისცემა საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ. 50 წლის შემდეგ გავრცელებული შეცდომების თავიდან აცილება საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ ელეგანტურობა ნებისმიერ ასაკში.

პროპორციები და სამკაულები

“მოდა არქიტექტურასავითაა – აქ ყველაფერი დამოკიდებულია პროპორციებზე” – შანელი ხაზს უსვამს, რომ ელეგანტურობის საფუძველი პროპორციების გააზრებაშია. შენი სხეულის ტიპის ცოდნა და მის შესაბამისი ტანსაცმლის შერჩევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ ტრენდების მიყოლა.

“თუ სამკაულს იხდენთ და მოგწონთ, რა მნიშვნელობა აქვს ძვირფასია თუ არა?” კოკო შანელი პირველი იყო, ვინც თამამად გამოიყენა ხელოვნური ძვირფ

READ  ვარსკვლავური კოსტიუმები -რომლებიც შეიძლება ახალი წლის ღამის სამოსის ინსპირაცია გახადოთ

იხილეთ ასევე: რა ფერის სამოსი არ უნდა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2026). კოკო შანელის ელეგანტურობის წესები თანამედროვე ქალისთვის. 21 ოქტომბერი, 2026. https://shenisilamaze.ge/koko-shanelis-rchevebi/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2026 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის