ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირომელი ფერთა კომბინაციები ითვლება უგემოვნოდ

რომელი ფერთა კომბინაციები ითვლება უგემოვნოდ

ფერთა პალიტრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

არასწორად შერჩეულმა ფერებმა შესაძლოა, ყველაზე გამორჩეულ სამოსსაც კი ეფექტი დაუკარგოს და წარუმატებელი კომბინაცია შედგეს. არის ფერები, რომლებიც ერთმანეთს იდეალურად ერწყმის და არის ისეთი ფერები, რომლებიც ერთმანეთს არ უხდება და უგემოვნოდ გამოიყურება. რა თქმა უნდა, მსგავსი თემების მიმართ ადამიანებს საკუთარი შეხედულებები აქვთ და ყველა იმას ირჩევს, რაც თავად მოსწონს. თუმცა, ჩვენ მაინც გაგიზიარებთ ფერთა წარუმატებელ კომბინაციებს, რომლებსაც ჯობს, მოვერიდოთ:

მწვანე / წითელი

ეს ორი ფერი ერთმანეთს იშვიათად უხდება. წითელი გაბედულ, მამაც ბუნებასთან ასოცირდება, მწვანე კი სიმშვიდესა და კეთილშობილებასთან. ამიტომაც, დომინირებულად ორივე ფერი ცუდი არჩევანია.

მუქი ლურჯი / შავი

ეს კომბინაცია შესაძლოა, ბევრი გოგონასათვის ნაცნობი იყოს, მაგრამ სტილისტები მუქი ლურჯისა და შავის ერთად გამოყენებას არ გვირჩევენ, რადგანაც კომბინაცია საკმაოდ მძიმე გამოდის და შეიძლება ითქვას, რომ არც ჰარმონიულად გამოიყურება.

ყავისფერი/ ყვითელი

შეიძლება არ დაეთანხმოთ, მაგრამ სტილისტები ამბობენ, რომ ეს კომბინაცია ჭუჭყიან და მოუწესრიგებელ ეფექტს ქმნის. ყვითლის ნაცვლად, ყავისფერთან შეგიძლიათ, ოქროსფერი, ასევე, იასამნისფერი, რძისფერი, ცისფერი გამოიყენოთ.

კრემისფერი/ თეთრი

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფერი სიმშვიდესთან და სისუფთავესთან ასოცირდება, როგორც სტილისტები ამბობენ, კომბინაციაში მათ სრულიად საპირისპირო ეფექტი აქვთ და ლუქს ჭუჭყიანი და მოუწესრიგებელი ეფექტი აქვს.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  საწყობში გადამალული ეპილეფსიის წამლები და ხელოვნური დეფიციტი...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები