ქალი სუნამოს იპკურებს კისერზე და მკლავზე

რომელია სხეულის 5 ზონა, სადაც სუნამოს დაპკუება ყველაზე ეფექტურია

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

სუნამოს დაპკურება ბევრ ადამიანს უყვარს

 

თუმცა, ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ რაც არ უნდა ძვირად ღირებული იყოს ის, ზოგჯერ არომატი მალევე ქრება და არც თუ ისე შესამჩნევია. თუ მსგავსი პრობლემა გაქვთ, შესაძლოა, სუნამოს არასწორად იპკურებთ. დღეს გაგიზიარებთ პროფესიონალების რჩევებს, სხეულის რომელ ნაწილებში უნდა გამოიყენოთ ის, რომ არომატი დიდხანს გაგყვეთ:

თმა არომატს იმაზე დიდხანს ინახავს, ვიდრე კანი. ამიტომ, ერთ-ერთი კარგი ვარიანტი, რომ სურნელი დიდხანს გაგყვეთ, სწორედ სუნამოს თმაზე დაპკურებაა.

ითვლება, რომ ყურის უკანა მხარეს მიპკურებული სუნამოს რამდენიმე წვეთიც კი საკმარისია, რომ სურნელი მთელი დღის განმავლობაში გაგყვეთ.

- Advertisement -
Ad imageAd image

პარფიუმერიის ექსპერტები ამბობენ, რომ კისრის უკანა მხარე სხეულის კიდევ ერთი ისეთი ნაწილია, რომელიც არომატს ყველაზე უკეთ ინარჩუნებს.

იდაყვის მოპირდაპირე მხარე, მკლავის შუა ნაწილი სუნამოს სურნელს ასევე შესანიშნავად ინარჩუნებს და მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ. თუმცა, იქამდე, ვიდრე სუნამოს გამოიყენებთ, ჯობს კანი კარგად დაიტენიანოთ.

პარფიუმერიის სპეციალისტები ამბობენ, რომ მუხლის უკანა მხარე ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ზონაზე უკეთ მუშაობს და არომატს შესანიშნავად ინარჩუნებს.

#drpkhakadze

#pitskhelauri

- Advertisement -
Ad imageAd image

წყარო

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). რომელია სხეულის 5 ზონა, სადაც სუნამოს დაპკუება ყველაზე ეფექტურია. 25 ივლისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  რა უნდა გავითვალისწინოთ სუნამოს სურნელი რომ დიდხანს გაგვყვეს
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის