ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიანა ვინტურის გამორჩეული ფრაზები მოდის, სტილისა და საკუთარი საქმიანობის შესახებ

ანა ვინტურის გამორჩეული ფრაზები მოდის, სტილისა და საკუთარი საქმიანობის შესახებ

მთავარია, საკუთარი სტილი შექმნათ, რომელიც თქვენთვის სავიზიტო ბარათად გადაიქცევა. დაე, ეს სტილი თქვენთვის უნიკალური, სხვებისთვის კი მიუწვდომელი იყოს” – ანა ვინტურის ფრაზები 

ფრაზები ანა ვინტურისგან, რომელიც 75 წლის იუბილეს აღნიშნავს. მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, Vogue-ს რედაქტორი ყველა შოუსა და ჩვენების განსაკუთრებული და პატივსაცემი სტუმარია და დიზაინერები მის შეფასებებს განსაკუთრებით ელოდებიან. ანა ვინტური არა მხოლოდ საოცარი გემოვნებითა და ხედვით გამოირჩევა, არამედ სათქმელის პირდაპირ, ზოგჯერ სრულიად მოურიდებლად და არაეთიკურად თქმა შეუძლია, რის გამოც მისი ბევრს ეშინია. დღეს ვინტურის რამდენიმე მნიშვნელოვან ფრაზას გავიხსენებთ, თუ რას ფიქრობს მოდის, სტილისა და გემოვნების შესახებ: ,, ფუფუნება უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება. ეს ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტ ადამიანს შეუძლია, მართლაც მოდური ნივთები შეიძინოს და ეს კარგია.”

ანა ვინტურის გამორჩეული ფრაზები მოდის, სტილისა და საკუთარი საქმიანობის შესახებ | შენი სილამაზე

“მახინჯი ადამიანები არ არსებობენ. ჩვენ ყველა განსაკუთრებულები ვართ. უბრალოდ, სილამაზის განსხვავებული აღქმა გვაქვს.”

“მთავარია, საკუთარი სტილი შექმნათ, რომელიც თქვენთვის სავიზიტო ბარათად გადაიქცევა. დაე, ეს სტილი თქვენთვის უნიკალური, სხვებისთვის კი მიუწვდომელი იყოს.”

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  ანჯელინა ჯოლი 16 წლის ქალიშვილთან ერთად პაპარაცების ობიექტივში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები