ბუნებრივი ნიღაბი მშრალი კანისთვის ხილით და რძით

როგორ დავიტენიანოთ გამომშრალი სახის კანი

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":2},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

მშრალი კანი ყველაზე პრობლემურია, რადგან ნაოჭებისკენ აქვს მიდრეკილება. ამ პრობლემის მოგვარებაში ბოსტნეულისა და ხილის ნიღბები დაგეხმარებათ.

ხოლო ნიღაბი რომ ეფექტური იყოს, ის აუცილებლად სუფთა სახეზე უნდა დაიტანოთ. პირველი ფენის წასმის შემდეგ, რამდენიმე წუთში, ნიღბის შეშრობის მერე, მასა ხელმეორედ გადაისვით. ეს პროცედურა 3-4 ჯერ გაიმეორეთ.

სანამ ნიღბებს გაიკეთებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, ხართ თუ არა ალერგიული იმ პროდუქტების მიმართ, რომლებსაც ნიღბისთვის იყენებთ.

რძის ნიღაბი – ძილის წინ, სანამ მკვებავ კრემს წაისვამთ, შეგიძლიათ, სახეზე ნატურალური რძის ნიღაბი გაიკეთოთ: დაასველეთ ბამბის ტამპონი რძეში და წაისვით სახეზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და შედეგს თავად დაინახავთ.

ფორთოხლის, კვერცხისა და ლიმონის ნიღაბი – ერთი ჩაის კოვზი ფორთოხლის წვენი, ერთი კვერცხის გული და 20 წვეთი ლიმონის წვენი ერთმანეთს შეურიეთ, წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. ფრთხილად შეიმშრალეთ და წაისვით მკვებავი კრემი.

- Advertisement -
Ad imageAd image

როგორ დავიტენიანოთ გამომშრალი სახის კანი

რძის, ხაჭოსა და თაფლის ნიღაბი – ერთი სადილის კოვზი რძე და ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი ოდნავ შეათბეთ; შეურიეთ ერთი სადილის კოვზი ხაჭო და სახეზე დაიფინეთ. 20 წუთის მერე კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ასევე, ძალიან კარგია ახლად შემოსული ხილის ნიღბები. სახის კანისათვის განსაკუთრებით სასარგებლოა მარწყვის, ატმისა და ვაშლის. გამოიყენეთ ბოსტნეულიც. მაგალითად, ძალიან კარგია კიტრის საფენები, ნიახურის ფაფის ნიღაბი, ნესვისა და ბანანის წასმა. სამი ნაერთის – ბანანის, ნესვის და ატმის კომბინაცია, კი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს, ის ხავერდოვანს ხდის თქვენს კანს.

წყარო

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). როგორ დავიტენიანოთ გამომშრალი სახის კანი. 19 ივნისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9b/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  როგორ მოვამზადოთ სილამაზის საზოგადოება აკრედიტაციისთვის - სრული სახელმძღვანელო
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის