ქალები და მათი რიტუალები

0
124
#image_title

პიჟამო ან ხალათი, თმა შეკრული, მაკიაჟის გარეშე – ძირითადად ასე წარმოგიდგენიათ ქალები საშინაო სიტუაციაში.

ქალები ითვლება, რომ რომანტიკული ეტაპის დასრულების შემდეგ, შესაძლებელია მოდუნდენ და დილას მამაკაცს “იდეალურად” აღარ დაენახონ.

ქალები და მათი რიტუალები | შენი სილამაზე

მაგრამ, არსებობს სხვა სახის მაგალითებიც, როცა ქალი პარტნიორზე ადრე დგება, თავს იწესრიგებს (მაკიაჟი, ვარცხნილობა, ტანისამოსი) და საუზმეს შემდეგ მიირთმევს. საღამოს კი მაკიაჟს მაშინ იშორებს, როცა ქმარს ჩაეძინება. ამ კატეგორიის ქალბატონების აზრით მოვლილი იერი მამაკაცს სიამოვნებას ანიჭებს, განწყობას უმაღლებს და ურთიერთობაშ რომანტიზმის შენარჩუნებას ემსახურება.

ქალები და მათი რიტუალები | შენი სილამაზე

მაგრამ, ყველა არ იყენებს დეკორატიულ კოსმეტიკას სახლში, მითუმეტეს მაშინ, თუ სამსახურში ან შეხვედრაზე წასვლა არ უწევს.

ქალები და მათი რიტუალები | შენი სილამაზე

აი რა დაწერეს ერთ-ერთი ფორუმის დისკუსიაში:

სამსახურის შემდეგ – სავარჯიშო დარბაზი, ამიტომაც ჩემი რჩეული მაკიაჟის გარეშე მხვდება.

მე სხვა გამოსავალი არ მაქვს – კანი არ მაძლევს საშუალებას კოსმეტიკის გარეშე ვიარო. ვარცხნილობასაც ვცდილობ სულ გავიკეთო და ცხიმიანი თავით არ ვიარო. მოკლედ ვთვლი, რომ მოდუნება არასდროს შეიძლება, არც ქორწილის შემდეგ და არც დეკრეტში. კაცებს მაინც თვალებით უყვართ….

სამსახურის შემდეგ, როგორც წესი, მაკიაჟით ვარ, უბრალოდ ვიახლებ მას თუ საჭიროა, ახლიდან არ ვიკეთებ. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რესტორანში ან თეატრში მივდივართ.

მე საერთოდ ჩემთვის ვისმევ მაკიაჟს და არა ქმრისთვის და მხოლოდ მაშინ, როცა მსურს.

ქალები და მათი რიტუალები | შენი სილამაზე

უნდა უყვარდეს თუ არა ქმარს ქალი ისეთი, როგორც არის: თმა აჩეჩილი, ჩსტებითა და თვალებზე შავი წრეებით? თუ სახლშიც უნდა გამოიყენონ დეკორატიული კოსმეტიკა?

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
READ  მხოლოდ სამი ინგრედიენტი და წარმოუდგენელი ეფექტი! როგორ უნდა შეამციროთ ტკივილი და აღიდგინოთ ძალა ამ პრობლემის დროს!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ