ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიქალური ხრიკები, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

ქალური ხრიკები, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

ქალების უმრავლესობა პატარ-პატარა ხრიკებს მიმართავს, რათა უკეთესად გამოიყურებოდნენ ჩვეულებრივი დღისგან განსხვავებით.

პომადის ფერი ხაზს უსვამს ქალის ხასიათს. ვარდისფერი პომადა რომანტიკული ბუნების მანიშნებელია. ვისაც ვარდისფერი ღიმილი ამშვენებს, უყვარს კომფორტი და ოჯახური მყუდროება. იისფერი პომადა მოდის მიმდევრებს უყვართ. ისინი გამოირჩევიან დამოუკიდებლობით, თავისუფლების სიყვარულითა და ექსტრავაგანტურობით. მკვეთრი წითელი ფერის პომადა უყვართ ძლიერ, გაბედულ, მტკიცე ხასიათის ვნებიან ქალბატონებს. ჩალისფერი და ყავისფერი პომადის მოყვარულ ქალბატონებს უყვართ ჩრდილში დგომა, აქვთ მშვიდი, გაწონასწორებული ხასიათი. ნარინჯისფერი და ოქროსფერი პომადის მოყვარულები გულუხვი, ხალისიანი ადამიანები არიან…

როგორც ამბობენ, არ არსებობს ქალი, საყვარელი სუნამო რომ არ ჰქონდეს, თუმცა არიან ქალები, რომელთაც უჭირთ თავიანთი სურნელის პოვნა. ზოგს მოტკბო სუნი აღიზიანებს და მწარე იზიდავს, ზოგს კი პირიქით; ზოგს ნაზი სურნელი მოსწონს, ზოგს კი მძაფრი. ქალი და მისი არომატი ერთ მთლიანობას უნდა ქმნიდნენ – ეს ყოველგვარი პარფიუმერიის მოხმარების აქსიომაა. ბევრი საყვარელ სუნამოს წლების განმავლობაში ხმარობს და თუ ის სწორად არის შერჩეული, დიდხანს იდგება თქვენი ქალურობისა და მომხიბვლელობის სამსახურში.

ნუ ისხურებთ სუნამოს ტანსაცმელზე, განსაკუთრებით – ღია ფერის სამოსზე, ასევე – აბრეშუმის ქსოვილზე, შესაძლოა უსიამოვნო ლაქები დაგრჩეთ.  სასურველია გამოიყენოთ ერთი და იმავე ფირმის მალამოები, ჟელეები, დეზოდორანტები, თმის ლაქი და საპონი.

წყარო: https://mkurnali.ge/

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

author avatar
SheniSilamaze.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ბრუნო მარსისა და ლეიდი გაგას კოლაბორაცია - მოპოვებული გრემის ჯილდო საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები