,,Hello 36… და პირველი სამუშაო დღე ახალი შენობიდან” – წერს ქეთი სოციალურ ქსელში. ტანმოვარჯიშე უამრავ მილოცავს იღებს.
ქეთი ხატიაშვილის ცხოვრებაში ცნობადობა მოულოდნელად მოვიდა, როცა ერთ-ერთ სატელევიზიო პროექტში მიიღო მონაწილეობა.
მიუხედავად იმისა, რომ ქეთის მანამდე აუდიტორია არ იცნობდა, მან საკუთარი პროფესიონალიზმითა და უშუალობით მალევე მოიპოვა ხალხის სიყვარული, საბოლოოდ კი, პროექტის გამარჯვებულიც გახდა. ეს ყველაფერი 2013 წელს ხდებოდა და სწორედ ამ პერიოდიდან იქცა ქეთი საზოგადოებისთვის ცნობილ და საყვარელ პერსონად.
ქეთი დაქორწინებული იყო ბიზნესმენ ლევან ვადაჭკორიაზე. მათ ერთი ქალიშვილი, ანასტასია ვადაჭკორია ჰყავთ, რომელიც მალე 13 წლის გახდება და დედის გზას აგრძელებს. 2016 წელს, მაშინ, როცა ქეთიმ წელის ტრავმა მიიღო და ოპერაცია დასჭირდა, ცნობილი გახდა, რომ ტანმოვარჯიშე მეუღლეს დაშორდა. ქეთიმ მოგვიანებით აღნიშნა, რომ ოჯახის დანგრევა მისთვის და მისი ქალიშვილისთვის მარტივი არ ყოფილა.
მოგვიანებით, 2019 წელს, ცნობილი გახდა, რომ ქეთი მორაგბე დავით კაჭარავას ხვდებოდა. კაჭარავას, ქეთის მსგავსად, პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს. წყვილი ურთიერთობის გასაჯაროებასა და გაოფიციალურებას ერიდებოდა, თუმცა საჯარო ადგილებში ერთად ხშირად ჩნდებოდნენ და საერთო ფოტოებს სოციალურ ქსელშიც აქვეყნებდნენ. ცოტა ხნის წინ კი ისინი პირველი საერთო შვილის, ილია კაჭარავას მშობლები გახდნენ.
ამჯერად ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს. სოციალურ ქსელში საყვარელი მეუღლე და მეგობრები ულოცავენ და სიყვარულს უგზავნიან.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად
კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi