სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიჯანსაღი ცხოვრების წესიღვიძლის გაცხიმოვნების ძირითადი მიზეზები

ღვიძლის გაცხიმოვნების ძირითადი მიზეზები

სამკურნალო მცენარეები და ღვიძლი

ზოგიერთი სამკურნალო მცენარე (მცენარეების ნაწი­ლები, რომლებიც სამედიცინო მიზნით გამოიყენება) შე­იცავს ნივ­თი­ე­რებებს, რომლებმაც შეიძლება დააზი­ანოს ღვიძლი. ეს ნივ­თიე­რებები ზოგჯერ დაბინძურებულ საკვებშიც მოიპოვება. ღვი­ძლი ამ ნივთიერებების ზე­მოქ­მედე­ბით გამოწვეული დაზიანების პირველი რგოლია, რადგან სწო­რედ ღვიძლი გადაამუშავებს ყველაფერს, რასაც ადამიანი ყლაპავს.
პიროლიზიდინის ალკალოიდების შემცველმა მცე­ნა­რე­ებმა შეიძლება დააზიანოს ღვიძლი. ამასთან, პირო­ლი­ზი­დინის ალკალოიდებს ასობით მცენარე შეიცავს, მათ შორის, კიტრუნა, ლაშქარა და ზოგიერთი ჩინური მცენარე, რომელთაგან ზოგიერთი ჩაის მოსამზადებლად გამოიყენება. ზოგჯერ რძე, თაფლი და ბურღულეულიც შეიძლება იყოს დაბინძურებული პიროლიზიდინის ალკალოიდებით, რის შესახებაც მომხმარებელმა არაფერი იცის. პიროლიზიდინის ალკალოიდებმა შეიძლება თანდათანობით დააზიანოს ღვიძლი, თუ ისინი მცირე რაოდენობით და დიდი ხნის განმავლობაში მიიღება. ამ ნივთიერების დი­დი რაოდენობით მიღებისას დაზიანება შედარებით სწრა­ფად ვი­თარდება. პიროლიზიდინის ალკალოიდებმა შე­იძ­ლე­ბა ღვიძლის ვენების დახშობა გამოიწვიოს, რაც ღვიძ­ლის სისხლით მომარაგებას ამცირებს.
დაავადებულ ადამიანს აქვს მუცლის ტკივილი, ზოგჯერ, ღებინება. გროვდება სითხე მუცელსა და ქვედა კიდურების ქსოვილებში. საბოლოოდ, შეიძლება ღვიძლის დანაწიბურება (ციროზი), აგრეთვე, ღვიძლის უკმარისობა განვითა­რდეს და ფატალურად დამთავრდეს.

ღვიძლის გაცხიმოვნების ძირითადი მიზეზები

ალკოჰოლიზმი
მეტაბოლური დარღვევები:
ჭარბი წონა;
ინსულინრეზისტენტობა (ვითარდება დიაბეტის დროს);
ტრიგლიცერიდების მაღალი დონე სისხლში.
მედიკამენტები:
ასპირინი;
კორტიკოსტეროიდები;
ტამოქსიფენი;
ტეტრაციკლინი.
ორსულობა
ტოქსინები
ვირუსები

ღვიძლის გაცხიმოვნება, ციროზი და მათთან დაკავშირებული დაავადებები

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  რა არის აკნეს გამომწვევი მიზეზი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები