შამპუნის ხშირი გამოყენება თმისთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის. ამ ჩამონათვალში კი ის ბუნებრივი პროდუქტებია რომლითაც შეგიძლიათ შამპუნის ჩანაცვლება ისე რომ თმას ზიანი არ მიაყენოთ

0
19
#image_title

თქვენთვის სასიამოვნო ამბავი გვაქვს. თუ გსურთ თმა დაასვენოთ შამპუნისგან, გირჩევთ ჩაინიშნოთ ჩვენი რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ რა სასარგებლო პროდუქტები შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ მიზნით.

  1. ჭვავის ფქვილის შამპუნი

შამპუნის ხშირი გამოყენება თმისთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის. ამ ჩამონათვალში კი ის ბუნებრივი პროდუქტებია რომლითაც შეგიძლიათ შამპუნის ჩანაცვლება ისე რომ თმას ზიანი არ მიაყენოთ

ხუთი ს. კ. ჭვავის ფქვილი შეურიე 300 მლ თბილ წყალს. მიქსერის საშუალებით კარგად ათქვიფე ჟელესმაგვარი კონსისტენციის მიღებამდე და წაისვი ნამიან თმაზე. შეიზილე კარგად და ხუთი წუთის შემდეგ ჩამოიბანე.

  1. ქოქოსისი რძის შამპუნი

შამპუნის ხშირი გამოყენება თმისთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის. ამ ჩამონათვალში კი ის ბუნებრივი პროდუქტებია რომლითაც შეგიძლიათ შამპუნის ჩანაცვლება ისე რომ თმას ზიანი არ მიაყენოთ

შეურიე ერთმანეთს 50 მლ ქოქოსის რძე,  50 მლ ბავშვის შამპუნი, ასევე 20 წვეთი სხვადასხვა ეთერზეთის ნარევი. მოათავსე მინის ბოთლში და კარგად შეანჯღრიე. ინახება მაცივარში ერთი თვე. ნამიან თმაზე შეიზილე ორი წუთის მანძილზე და ჩამოიბანე.

  1. ავოკადოს კურკის შამპუნ-კონდიციონერი

შამპუნის ხშირი გამოყენება თმისთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის. ამ ჩამონათვალში კი ის ბუნებრივი პროდუქტებია რომლითაც შეგიძლიათ შამპუნის ჩანაცვლება ისე რომ თმას ზიანი არ მიაყენოთ

ავოკადოს კურკა გარეცხე, შეამშრალე და დატოვე, სანამ კანი არ გაუხმება. შემდეგ მუქი კანი მოაცალე და კურკა გახეხე წვრილ სახეხზე. გადაიტანე პატარა ქვაბში, დაასხი წყალი და ხარშე ნახევარი საათი. შემდეგ გადაწურე. ნახარში კარგად შეიზილე თმაში, დაიხურე თავზე და ერთი საათის შემდეგ თმა ჩამოიბანე. მშრალი თმის შემთხვევაში კი ცოტა რაოდენობის ნახარში ათქვიფე კვერცხთან ერთად. შეიზილე თმაზე და ჩამოიბანე თბილი წყლით.

  1. თაფლის შამპუნი

შამპუნის ხშირი გამოყენება თმისთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის. ამ ჩამონათვალში კი ის ბუნებრივი პროდუქტებია რომლითაც შეგიძლიათ შამპუნის ჩანაცვლება ისე რომ თმას ზიანი არ მიაყენოთ

ოთხი ჩ. კ.თაფლი შეურიე 120 მლ წყალს (გრძელი თმისთვის კი – 6 ჩ. კ თაფლი – 180 მლ წყალს). შეიზილე თმაში და ჩამოიბანე. თაფლი საუკეთესო საშუალებაა როგორც თმის კვების, ასევე მისთვის ბზინვარების მინიჭებითვის.

  1. ყავის შამპუნი

შამპუნის ხშირი გამოყენება თმისთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის. ამ ჩამონათვალში კი ის ბუნებრივი პროდუქტებია რომლითაც შეგიძლიათ შამპუნის ჩანაცვლება ისე რომ თმას ზიანი არ მიაყენოთ

ნატურალური ყავით თავის დაბანას უკეთესი შედეგი აქვს მუქთმიან ადამიანებში. ის კარგად აცილებს ცხიმის ფენას. ძალიან წვრილად დაფქული ერთი ს. კ. ყავა შეურიე ერთ ს. კ. სიმინდის სახამებელს. ფხნილი კარგად შეიზილე თმაში, შემდეგ კი დაივარცხნე. შეგიძლია ყავის დალევის შემდეგ მისი ნალექისგან თმის ნიღაბიც მოამზადო.

  1. ვულკანური შამპუნი

შამპუნის ხშირი გამოყენება თმისთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის. ამ ჩამონათვალში კი ის ბუნებრივი პროდუქტებია რომლითაც შეგიძლიათ შამპუნის ჩანაცვლება ისე რომ თმას ზიანი არ მიაყენოთ

ბენტონიტი – ეს ნატურალური ვულკანური თიხაა, რომელიც შთანთქავს სითხეს და ცხიმს. არალითონის თასში ერთმანეთს შეურიე ერთი ჭიქა ბენტონიტის ფხვნილი  და ერთი ჭიქა თბილი წყალი, ასევე ნახევარი ჭიქა ვაშლის ძმარი. მიღებული პასტა  წაისვი თმის მთელ სიგრძეზე, ორი წუთით დაიმასაჟე თავის კანი და შემდეგ ჩამოიბანე.

  1. პურის შამპუნი

შამპუნის ხშირი გამოყენება თმისთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის. ამ ჩამონათვალში კი ის ბუნებრივი პროდუქტებია რომლითაც შეგიძლიათ შამპუნის ჩანაცვლება ისე რომ თმას ზიანი არ მიაყენოთ

შავი პურის 4-6 ნაჭერს დაასხი მდუღარე წყალი და დატოვე მთელი ღამით. მიღებული ფაფა დილით წაისვი სველ თმაზე და გაიჩერე ათი წუთით. შემდეგ ჩამოიბანე. თმაზე გადაივლე კარკადეს ჩაის ნაყენი.

  1. ბალახეულის შამპუნი

შამპუნის ხშირი გამოყენება თმისთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის. ამ ჩამონათვალში კი ის ბუნებრივი პროდუქტებია რომლითაც შეგიძლიათ შამპუნის ჩანაცვლება ისე რომ თმას ზიანი არ მიაყენოთ

ორ შეფუთვა საპონას (Saponaria) დაასხი  ორი ლ წყალი და ადუღე ნახევარი საათის განმავლობაში. ამ ნახარშით დაიბანე თავი. შემდეგ გადაივლე გვირილას (ქერა თმისთვის) ან მუხის ქერქის (მუქი თმისთვის) ნაყენი.

9. წაბლის შამპუნი

შამპუნის ხშირი გამოყენება თმისთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის. ამ ჩამონათვალში კი ის ბუნებრივი პროდუქტებია რომლითაც შეგიძლიათ შამპუნის ჩანაცვლება ისე რომ თმას ზიანი არ მიაყენოთ

წაბლის  შამპუნის მოსამზადებლად  280 გრამი ცხენის წაბლი დააქუცმაცე ან გახეხე სახეხზე და შეურიე 700 მლ წყალი და ერთ ცალი წვრილად დაჭრილი ვაშლი. აურიე, დადგი დაბალ ცეცხლზე და ხარშე 25 წუთი. თან ურიე. შემდეგ მასა გადაწურე, შეურიე ოთხი ს. კ. სიმინდის სახამებელი, დადგი კვლავ ცეცხლზე და მოხარშე ჟელესმაგვარი კონსისტენციის მიღებამდე. მასა გააციე, გადაასხი მინის ჭურჭელში და გამოიყენე თავის დასაბანად.

საოცარია, მაგრამ ეს საშუალებები მართლა მუშაობს და შეუძლიათ შამპუნის შეცვლა. მთავარია შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი ეფექტური  რეცეპტი.

გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებსაც!

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ