100 000-ს ევროდ გაყიდული ჩვილები და ტრეფიკინგის უმძიმესი ბრალდება ექიმებს. დანაშაულის ადგილი კუნძული კრეტაა, კვალი საქართველომდეც მოდის. საქართველოდან საბერძნეთში დონორად წასული სუროგატი დედები საზარელ ისტორიებს ჰყვებიან – ისინი მოატყუეს. ორსულობის პერიოდი უმძიმეს გარემოში გაატარებინეს თანაც ისე, რომ აუკრძალეს კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან. ეს ყველაფერი კი მხოლოდ 15 000-ს ევროს სანაცვლოდ.
სუროგატი ქართველი დედის აღსარება შემზარავია, თუმცა გერმანულ მედიაში გასული რეპორტაჟი სევდიან ამბავს არ ეხება. თემით მედია, მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ბერძენმა სამართალდამცველებმა კუნძულ კრეტაზე, ჩვილებით ვაჭრობის სავარაუდო სქემა გაშიფრეს. კვალი კი საქართველომდე მივიდა.
“ყველაზე ცუდი იყო საცხოვრებელი გარემო. აქ ჩამოსვლის შემდეგ მთელი ორსულობის პერიოდში ვიმყოფებოდი მანიპულაციურ, კონტროლირებად გარემოში. მეკრძალებოდა სხვებთან კომუნიკაცია, მეგობრების ნახვა. თავს ვგრძნობდი მარტო, რაც ასეთ სიტუაციაში ძალიან რთულია. . საქართველოში მირჩიეს, რომ საბერძნეთში არსებობს ასეთი კლინიკა,” – ამბობს სუროგატი დედა თამუნა.
გზა, საქართველოდან საბერძნეთამდე ქართულ კლინიკაზე გადის – გამოძიების მასალებით, საქართველო შუამავალი რგოლია. ქართველ სუროგატ დედებს ბერძნულ კლინიკასთან სწორედ ქართველი ექიმები აკავშირებდნენ, სწორედ ამიტომ გამოძიება ქართული გვარებითაც ინტერესდება. “კურიერი P.S.-მა” ექსკლუზიურად ჩაწერა ექიმი, მაია ჩაკვეტაძე რომელიც საქმის მასალებში ფიგურირებს, მედიკოსი ბრალდებას უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ მისი რეკომენდაციით კუნძულზე რამდენიმე ქალი ნამდვილად მოხვდა.
“იყო რამდენიმე შემთხვევა როცა ქალებს არ სურდათ საქართველოში სუროგაცია და მე დავაკავშირე საბერძნეთის კლინიკას. ვეხმარებოდი მათ მხოლოდ დოკუმენტაციის მოწესრიგებაში, თარგმნაში. მე საქართველოში ლეგალური კომპანია მაქვს, ვსაქმიანობ აბსოლუტურად კანონის ჩარჩოებში. ჩემი სახელი ნახსენებია ალბათ იმიტომ, რომ რამდენიმე ქალს, ვისაც აქ არ სურდა სუროგატი დედა გამხდარიყო, მივაწოდე ინფორმაცია, რომ საბერძნეთში არსებობს ასეთი კლინიკა“, – ამბობს ექიმი.
რა სარგებელს იღებდა? – მაია ჩაკვეტაძე ამბობს, რომ მას არანაირი ფინანსური დაინტერესება არ ჰქონია.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მასალის გამოყენების პირობები