მას შემდეგ, რაც P Diddy-ს ირგვლივ ჰოლივუდური სკანდალი დატრიალდა, სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ამერიკულ გამოცემაში დანაშაულის შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება – რომელია მათგანი სიმართლე, და რომელი – არა, სავარაუდოდ, შონ კომბსის სასამართლო პროცესებზე გახდება ცნობილი.
ცნობილი სანამ გახდება სიმართლე, მანამ, სოციალურ ქსელში ვრცელდება პაფ დედდის ყოფილი პარტნიორის, Kim Porter-ის სავარაუდო “მემუარები”, რომელმაც ინტერნეტმომხმარებლები აალაპარაკა.
59-გვერდიანი წიგნი, სახელწოდებით KIM”S LOST WORDS: A journey for justice, from the other side, დამოუკიდებლად იყო ატვირთული Amazon-ის პლატფორმაზე. წიგნი P Diddy-სა და Kim Porter-ის ურთიერთობაზე მოგვითხრობს. კიმი 2018 წელს პნევმონიით გარდაიცვალა.
კიმის ბეჭდურმა შეცდომებმა, ფაქტობრივმა უზუსტობებმა და დაუჯერებელმა განცხადებებმა, რომლებიც “დიდ სახელებთან” იყო კავშირში, წიგნის გამოშვებისას დიდი ინტერესი ვერ გამოიწვია, თუმცა შონ კომბსის დაკავების შემდეგ 22$-ის ღირებულების წიგნმა Amazon-ის ბესტსელერთა სიაში პირველი ადგილი დაიკავა.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები