ცნობილი ადამიანების ეს ფრაზები ასაკის შესახებ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმაზე, თუ რა არის რეალურად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი.
ცნობილი ადამიანების ცნობილი ფრაზები მოგვცემს მოტივაციას, რომ არასდროს შევწყვიტოთ წინსვლა და წლების მომატება გამოცდილებად გადავაქციოთ.
ასაკი არ არის მნიშვნელოვანი. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია კომუნიკაციის კულტურა და ინტელექტის დონე” – უინსტონ ჩერჩილი
“ქალისთვის ასაკი მნიშვნელოვანი არ არის. შეგიძლიათ, მომხიბვლელი და განუმეორებელი 20 წლის ასაკშიც იყოთ და 40 წლის ასაკშიც და ასეთად დარჩეთ სიცოცხლის ბოლომდე.” – კოკო შანელი
,,არასოდეს უნდა ენდო ქალს, რომელიც თავის ასაკს გეტყვით. ქალს, რომელმაც ეს თქვა, ყველაფრის უნარი აქვს.” – ოსკარ უაილდი
“ჰკითხე საკუთარ თავს, რამდენი წლის იქნებოდი, რომ არ იცოდე, ახლა რამდენის ხარ. ესაა შენი რეალური ასაკი” – უენ დაიერი
“როდესაც ქალი ოცდაათი წლის ხდება, პირველი, რასაც ივიწყებს, ასაკია. ორმოცი წლის ასაკში კი ეს ფაქტორი მისი მეხსიერებიდან მთლიანად იშლება.” – ნინონ დე ლანკო
“ქალები ყველაზე მიმზიდველნი 35-დან 40 წლამდე ასაკში არიან.”- კრისტიან დიორი
“თუ ქალი თავის ასაკს არ მალავს, მაშინ ის საკუთარი თავით კმაყოფილია.” – ჯულიანა უილსონი
,,20 წლის ასაკში გაქვს სახე, რომელიც ბუნებამ მოგცა, 30 წლის ასაკში გაქვს სახე, რომელიც ცხოვრებამ გამოძერწა, 50 წლის ასაკში კი გაქვს სახე, რომელიც დაიმსახურე.” – კოკო შანელი
“10 წლის წინ ეს ნაოჭები არ მქონდა. ვხედავ, რომ შევიცვალე, მაგრამ ჩემი თავისთვის არ მითქვამს: “ღმერთო ჩემო! რა ამაზრზენია!” არა, პირიქით, ეს ყველაფერი ძალიან მომხიბვლელად მიმაჩნია.” – მონიკა ბელუჩი
“ადამიანში ნამდვილი სილამაზის აღქმა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მას ასაკი ემატება.” – ანუკ ემე
,,სილამაზე – ეს არის ის, თუ როგორ გრძნობ თავს შინაგანად. ის არც ფიზიკურ მონაცემებშია და არც ასაკში, არამედ – შენს თვალებშია.” – სოფი ლორენი
“ის, ვინც საკუთარი თავითა და მიზნებით ტკბება, სიბერეს ვერასდროს იგრძნობს.” – ამოს ბრონსონ ალკოტი
“ის, ვინც სწავლას წყვეტს, მოხუცია, თუნდაც ოცი წლის იყოს. ხოლო, ის, ვინც აგრძელებს სწავლას, რჩება ახალგაზრდა, თუნდაც ოთხმოცი წლის იყოს.” – ჰენრი ფორდი
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები