შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიხილის ნიღაბი- იდეალური სახის კანი რომ გქონდეთ

ხილის ნიღაბი- იდეალური სახის კანი რომ გქონდეთ

ხილი ჩვენი რაციონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

გარდა იმისა, რომ გემრიელია, გვაჯანსაღებს და არაჩვეულებრივად მოქმედებს სახის კანზე. ხილისგან დამზადებული ნიღბების გაკეთება ნებისმიერ ჩვენგანს სახლის პირობებშიც მარტივად შეუძლია და ეს კიდევ უფრო დიდ სტიმულს გვაძლევს, რომ მოვუაროთ კანს, თანაც ნატურალური, საკუთარი ხელით დამზადებული ნიღბებით.

ბანანისა და თაფლის ნიღაბი

ინგრედიენტები:1 ც. მწიფე ბანანი, 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი

მომზადების წესი:

მოაცილეთ ბანანს კანი, ლიმნის წვენთან და თაფლთან ერთად კარგად დააბლენდერეთ. მიღებული მასა დაიტანეთ სახესა და კისერზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით და შეიმშრალეთ სახე. ნიღაბი კარგად წმენდს თქვენს კანს და ანიჭებს მას ბუნებრივ მბზინვარებას.

ხილის ნიღაბი- იდეალური სახის კანი რომ გქონდეთ | შენი სილამაზე

კივისა და იოგურტის ნიღაბი

ინგრედიენტები:1 ც. მწიფე კივის პიურე, 2 სუფრის კოვზი ახალი იოგურტი

მომზადების წესი:

გათალეთ კივი და კარგად აურიეთ იოგურტს. გაითვალისწინეთ, რომ მიღებული მასა არ უნდა იყოს ძალიან სქელი ან თხელი. წაისვით სახეზე და დაელოდეთ მის შეშრობას. აღნიშნული ნიღაბი განსაკუთრებით კარგია, რუჯის შემგომ კანის მოვლისთვის.

წყარო

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  რამდენი ხანი უნდა დავუთმოთ ვარჯიშს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები