ქალი ასრულებს ფეხების ვარჯიშს ზურგზე წოლით

რჩევები ლამაზი ფეხებისთვის

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

გინდათ, გქონდეთ ლამაზი ფეხები? დაუთმეთ დღეში მხოლოდ 5 წუთი ამ ვარჯიშს

პირველი ეტაპი, საწყისი პოზიცია

დაწექით ზურგზე, ფეხები 90 გრადუსით ასწიეთ წვერებით ზევით, გაჭიმეთ. მარჯვენა ფეხი მოხარეთ, შემდეგ კიდევ გაასწორეთ, ახლა მოხარეთ მარცხენა ფეხი, გაასწორეთ. ასე გააკეთეთ ერთ ტემპში 5 წუთის განმავლობაში.

მეორე ეტაპი, საწყისი პოზიცია

დაწექით ზურგზე. გააკეთეთ ველოსიპედი, ფეხის კუნთები გქონდეთ დაჭიმული, ვარჯიში აკეთეთ ნელა, არ დადოთ ფეხი იატაკზე და მაქსიმალურად ამოძრავეთ ორივე ფეხი. ასე გააკეთეთ ერთ ტემპში 5 წუთის განმავლობაში.

- Advertisement -
Ad imageAd image

მესამე ეტაპი, პირველი პოზიცია

ფეხები ასწიეთ მაღლა, თითის წვერები გაჭიმული გაქვთ, კუნთები კი – დაჭიმული, მარჯვენა ფეხი მარცხენაზე წინაა. ახლა შეცვალეთ პოზიცია და მარცხენა მოაქციეთ მარჯვენას წინ.

მეორე პოზიცია

ჩამოსწიეთ ფეხები და მოხარეთ მუხლებში. ფეხები გადაადეთ ერთმანეთს. დაბრუნდით საწყის პოზიციაში და გაიმეორეთ ისე, რომ თუ წინა პოზიციაზე მარჯვენა ფეხი ზემოდან გქონდათ გადადებული, ახლა მარცხენა გადაიდეთ.

მესამე პოზიცია

- Advertisement -
Ad imageAd image

ფეხები ასწიეთ, კუნთები დაჭიმეთ. მარცხენა ქუსლი მარჯვენა ფეხის წინ მოაქციეთ. ახლა მარჯვენა ფეხი მარცხენას წინ მოაქციეთ. ფეხები გქონდეთ სწორი, კუნთები დაჭიმული.

რჩევები ლამაზი ფეხებისთვის

მეოთხე პოზიცია

ასწიეთ და გაჭიმეთ ფეხები, ახლა მორიგეობით, მუხლში მოხარეთ ხან მარჯვენა ფეხი, ხან მარცხენა (ასწიეთ-დასწიეთ). ასე გააკეთეთ ერთ ტემპში 5 წუთის განმავლობაში.

წყარო

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). რჩევები ლამაზი ფეხებისთვის. 23 ივნისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%96%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-2/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ძაღლს გული გაუჩერდა - გადასარჩენადაც რთული ოპერაცია ჩატარდა
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის