სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი თვალები

როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი თვალები

როგორ მოვიქცეთ, როცა ქუთუთოები დაუნდობლად ამხელენ ჩვენს ასაკს?

თანამედროვე მცირეინვაზიური მედიცინა სასწაულებს ახდენს, მის წინაშე ასაკიც კი უძლურია. ნაოჭები დღეს უკვე აღარ მიიჩნევა პრობლემად. თუმცა არის ჩვენს გარეგნობაში ერთი დეტალი, რომელთანაც ბოტოქსი ვერაფერს ხდება. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ასაკთან ერთად თვალებქვეშ პატარა “ბალიშები” ჩნდება.

ქუთუთოების ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ცხიმოვანი თიაქარი – ქუთუთოების მიდამოში არსებული მცირე ზომის გამობერილობა. მისი მთავარი მიზეზი ასაკია. ასაკთან ერთად კანკუნთოვანი ტონუსი მცირდება და ცხიმოვანი ქსოვილი, რომელიც ნორმაში თვალბუდის მიდამოშია განლაგებული, ქვემოთ ეშვება. ცხიმოვანი თიაქარი საფრთხეს არ უქმნის ჯანმრთელობას, უმეტესად მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემაა. მისი გენეტიკური ბუნება დამტკიცებული არ არის, თუმცა მიიჩნევენ, რომ მისდამი გენეტიკური განწყობა ნამდვილად არსებობს. გენეტიკური განწყობა გულისხმობს არა მხოლოდ თვალის ანატომიურ თავისებურებებს, არამედ მთელი კანკუნთოვანი აპარატის სისუსტეს.

როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი თვალები | შენი სილამაზე

თიაქრის ტომრები ჩნდება როგორც ქვედა, ისე ზედა ქუთუთოზეც, თუმცა ქვედა ქუთუთოს თიაქარი უფრო ხშირად გვხვდება და უფრო შესამჩნევიცაა.

ოპერაციის მრავალი ნაირსახეობა არსებობს. ოპერაციულ მიდგომას ქირურგი პაციენტის ასაკის, თვალის მდგომარეობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ირჩევს. როცა პაციენტი შედარებით ახალგაზრდაა და კანის მდგომარეობაც ნორმალურია, ანუ არ არის ჭარბი, ჩამოკიდებული და შესწევს უნარი, ოპერაციის შემდეგ შეიკუმშოს, ტარდება ტრანსკონიუნქტივური ბლეფაროპლასტიკა. ამ დროს განაკვეთი კეთდება შიგნიდან, თვალის კონიუნქტივის მხრიდან. ასეთი განაკვეთი გარედან არ ჩანს.

როცა პაციენტის ასაკი დიდია, კანი კი მოშვებული, ჩამოკიდებული და დანაოჭებული, ქვედა ბლეფაროპლასტიკას მიმართავენ. ამ დროს ცხიმოვან თიაქართან ერთად ზედმეტი კანის მოკვეთაც აუცილებელია, ვინაიდან თუ მხოლოდ თიაქარი მოვაშორეთ, მართალია, ის დაპატარავდება, მაგრამ ზედმეტი, ელასტიკურობადაკარგული კანი კვლავაც არაესთეტიკურად ჩამოეკიდება თვალზე.

რეაბილიტაციის პერიოდი კი საკმაოდ მსუბუქია და სერიოზული დისკომფორტის გარეშე ჩაივლის.

წყარო 

 

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  „სათქმელი მეტი აღარაფელი მაქვს…. გაფრთხილებთ… შეიარაღდით ცოდნით და ფრთხილად იყავით“ – გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები