17 დეკემბერი — სექსმუშაკების მიმართ ძალადობის დასრულების საერთაშორისო დღე | შენი სილამაზე

17 დეკემბერი — სექსმუშაკების მიმართ ძალადობის დასრულების საერთაშორისო დღე

admin
4 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გენდერული ნიშნით სხვადასხვა ტიპის ძალადობა საქართველოში გავრცელებული პრაქტიკაა. თუმცა ქალთა მიმართ ძალადობრივი მოპყრობა ინტერსექციურია — ანუ სხვადასხვა ნიშანს აერთიანებს.

მაგალითად, ქალზე ძალადობენ არა მარტო გენდერის ნიშნით, არამედ სექსუალური ორიენტაციის, ეთნიკური მიკუთვნებულობის, სოციალური მდგომარეობისა თუ სხვა მრავალი გარემოების მიხედვითაც. ერთ-ერთი ასეთი გარემოება სექსსამუშაოში ჩართულობაა.

გამომდინარე იქიდან, რომ პროსტიტუცია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, ძალადობის შემთხვევაში პოლიციისთვის მიმართვა ძირითადად დამატებით პრობლემებს, რისკებსა და კიდევ უფრო მეტ ძალადობას მოიაზრებს.

გარდა კანონსა და სამართალზე ხელმიუწვდომლობისა, სექსსამუშაოში ჩართული ქალების მიმართ ძალადობის ალბათობას ის სტიგმა და სიძულვილის შემცველი დამოკიდებულებაც ზრდის, რაც სექსმუშაკების მიმართ საზოგადოებაში არსებობს. ეს დამოკიდებულებები კიდევ უფრო მძაფრია ტრანსგენდერი ქალების მიმართ.

სტიგმა და კანონზე ხელმიუწვდომლობა ქალებს აიძულებს, ფარულად ჩაერთონ სექსსამუშაოში და ძალადობის საფრთხის წინაშე ყოველდღიურ რეჟიმში იყვნენ.

სექსსამუშაოში კარგად იკვეთება გენდერული უთანასწორობის საკითხი: სექსმუშაკი ქალი უბედურებისა და სირცხვილის მომტანად აღიქმება როგორც საკუთარი თავისთვის, ისე მის ირგვლივმყოფთათვის, ხოლო კლიენტი — კაცი — აღიქმება, როგორც ის, ვინც „შეაცდინეს“ ან ვინც იმას აკეთებს, რასაც კაცები ზოგადად აკეთებენ და ამაში არც ახალია რამე და არც სასირცხვილო.

სექსსამუშაო და ტრანსგენდერი ქალები

მიუხედავად იმისა, რომ სექსსამუშაოში უმეტესად სისგენდერი — ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობაც ემთხვევა დაბადებისას მინიჭებული სქესის შესაბამის გენდერულ როლს — ქალები არიან ჩართულნი, ტრანსგენდერთა შორის პროპორციულად უფრო მეტი ქალია სექსმუშაკი, ვიდრე სისგენდერთა შორის.

გამომდინარე იქიდან, რომ ქვიარ ქალები არ მიეკუთვნებიან საზოგადოებაში დაწესებულ სტანდარტულ გენდერულ როლებსა და იდენტობებს, მათ მიმართ ძალადობას ესეც ერთვის მიზეზად. ანუ, ისინი მინიმუმ სამი ნიშნით ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი — გენდერის, სექსუალური ორიენტაციისა და სექსსამუშაოში ჩართულობის ნიშნებით.

ის ფაქტიც, რომ პროპორციულად ტრანსგენდერ ქალებში უფრო მეტი სექსმუშაკია, ვიდრე სისგენდერ ქალებში, კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს ამ ჯგუფის მარგინალიზებულობასა და მათთვის სხვადასხვა რესურსის ხელმიუწვდომლობაზე.

READ  ვიდეო — 5 მითი მენსტრუაციაზე

ძალადობის ფორმები სექსმუშაკების მიმართ

საქართველოში სექსმუშაკთა უფლებრივი მდგომარეობის „საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ მიერ 2018 წლის კვლევაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს 5 ქალაქში შექმნილი ფოკუს-ჯგუფის მონაწილე სექსმუშაკები მუდმივად საუბრობენ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ და ეკონომიკურ ძალადობაზე, შანტაჟსა და ადევნების სხვადასხვა ფორმებზე მათ მიმართ.

ისტორიები

„ერთხელ მეტროსთან მდებარე ბაზართან ვიყავი სავაჭროდ, შვილთან ერთად, გადმოვიდა დიდუბის განყოფილების ერთ-ერთი პოლიციელი, ხმამაღლა მიმითითა საათზე და დაცინვით მითხრა, შენ აქ რატომ ხარ, სამსახურში არ უნდა იყო, იქ არ უნდა იდგეო? კონკრეტული ადგილი დაასახელა. მოვკვდი და გავთავდი ადგილზე“.

„ყოველთვის ძალადობენ. მე პირადად ფოტოები გადამიღეს ჩუმად და სოციალურ ქსელში გამივრცელეს, პოლიციელმა თვითონ მაჩვენა ეს ფოტოები. ვთხოვე, დავეჩოქე, 5 შვილის დედა ვარ, ჩემი ერთ-ერთი შვილი პოლიციაში მუშაობს, ნუ გამიწირავ, ოჯახსა  და ცხოვრებას ნუ დამინგრევ, თორემ ბენზინს გადავისხამ და აქვე დავიწვავ თავს-მეთქი. ეგ რა, უფრო უარესი მოგელისო, მიპასუხა. იმ ფოტოებს 240 კაცის გამოხმაურება აქვს, ისეთი სიტყვები, ისეთი შეურაცხყოფებია… მერე იტყვიან, თავი რატომ მოიკლაო“

„ჩვენ ისედაც ღირსებას გვილახავენ. ძალიან ხშირად, წყალს გვასხამენ, გვაფურთხებენ, გვაგინებენ. იყო დრო, როდესაც „დუბინკებით“ გვცემდნენ და სახლში გვაკითხავდნენ. რამდენჯერმე შევიცვალე ბინა ამის გამო. ისინი მოდიოდნენ ჩემთან სახლში და უფასო მომსახურებას მოითხოვდნენ.

არცერთი პრეცედენტი ყოფილა, პოლიციას დავეცავით, პატრული უფრო გვიდგას ზოგჯერ გვერდში. პოლიციის განყოფილებიდან კი სულ გვერჩიან, გინდა ფორმით, გინდა უფორმოდ.

შეიძლება, კილომეტრ-ნახევრიდან დაგიძახოს „შე გათახსირებულო, შე საქონელო“ და ა.შ. მე უკვე იმდენად მრცხვენია, სადაც მე ვდგავარ, სავაჭრო ადგილია, ბაზარია. ელემენტარულად, გარეთ მრცხვენია გამოსვლა“, — ჰყვებიან სექსმუშაკი ქალები „ნეტგაზეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

სურათი: dribbble / Carla Orozco

სექსმუშაკების მიმართ ძალადობა მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ის მთელი მსოფლიოს გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, 17 დეკემბერი სექსმუშაკთა მიმართ ძალადობის დასრულების საერთაშორისო დღეა.

აუცილებელია, სახელმწიფო ხედავდეს პრობლემის კომპლექსურობასა და სიმწვავეს, შეცვალოს კრიმინალიზებაზე დაფუძნებული მიდგომა და არ იქცეს დამატებით ძალადობრივ რგოლად სექსსამუშაოში ჩართული ქალებისთვის.

READ  შშმ მოზარდები და სქესობრივი მომწიფება — მათი გამოწვევები და საჭიროებები გარდატეხის ასაკში

სექსმუშაკის დასჯასა და დისკრიმინაციაზე ორიენტირებული სექსსამუშაოს პირობებში ისეთი საბაზისო უფლებები ირღვევა, როგორიცაა, მაგალითად, სიცოცხლის, პირადი უსაფრთხოების, წამებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისგან დაცვის უფლება.

ეს უფლებები ყოველდღიური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განუყოფელი ნაწილია და აუცილებელია, საკითხის მიმართ არსებული პოლიტიკა და მიდგომები სწორედ ამ უფლებების დაცვას ემსახურებოდეს.

მთავარი სურათი: un.org

წყარო

📌 ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
17 დეკემბერი — სექსმუშაკების მიმართ ძალადობის დასრულების საერთაშორისო დღე [Internet]. თბილისი: Shenisilamaze.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 აგვ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenisilamaze.ge/17-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%99%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%99%e1%83%94%e1%83%91/
shenisilamaze.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
🔶 © 2026 შენი სილამაზე · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.