შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი5 ნივთი, რომელიც ,,კოკო შანელის აზრით” ყველა ქალბატონს უნდა ჰქონდეს

5 ნივთი, რომელიც ,,კოკო შანელის აზრით” ყველა ქალბატონს უნდა ჰქონდეს

ლეგენდარულ ქალს, რომელმაც მოდის სამყაროში არა მხოლოდ მრავალი სიახლე შემოიტანა, არამედ შექმნა საკუთარი საკულტო სტილი, ყოველთვის სჯეროდა, რომ მხოლოდ თავდაჯერებულ გოგონას შეუძლია, ბრწყინვალედ გამოიყურებოდეს.

კოკო შანელი ამბობდა: “ლამაზი კაბა შეიძლება ლამაზად გამოიყურებოდეს საკიდზე, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. კაბა უნდა შეფასდეს, როცა მას რეალურად მოირგებენ,როცა ქალი ხელებს, ფეხებს ამოძრავებს, წელში იხრება.”

  1. შავი კაბა

დიზაინერს სჯეროდა, რომ შავი კაბა ნებისმიერ ქალს უნდა ჰქონდეს გარდერობში. უნივერსალური შავი კაბა შეგიძლიათ, პაემანზე, საქმიან შეხვედრებზე მოირგოთ, ხოლო თუ დახვეწილ აქსესუარებსაც დაამატებთ, შესაძლოა, წვეულების მთავარი გმირი გახდეთ და იბრწყინოთ. ამიტომაც, შანელი საბაზისო გარდერობში პირველს სწორედ შავ კაბას მოიაზრებდა.

5 ნივთი, რომელიც ,,კოკო შანელის აზრით” ყველა ქალბატონს უნდა ჰქონდეს | შენი სილამაზე
Coco Chanel
  1. თეთრი პერანგი დიდი მხრებით

შანელი ერთ-ერთი პირველი დიზაინერი იყო, რომელმაც მამაკაცის გარდერობის ნივთები ქალის მოდას დაუკავშირა და შესანიშნავი კომბინაციები შექმნა. ამიტომაც, კიდევ ერთი ნივთი, რომელსაც დიზაინერი ყველა გოგონას საბაზისო გარდერობში მოიაზრებდა, თეთრი, სადა პერანგი იყო, დიდი მხრებით.”მამაკაცური და ქალური ნივთების კომბინაცია იდეალური შედეგია.” – თქვა კოკო შანელმა.

5 ნივთი, რომელიც ,,კოკო შანელის აზრით” ყველა ქალბატონს უნდა ჰქონდეს | შენი სილამაზე

  1. მარგალიტის ყელსაბამი

კოკო შანელი ქალებს ყოველთვის მოუწოდებდა, რომ აქსესუარების არჩევისას ფრთხილად ყოფილიყვნენ, რადგანაც აქსესუარს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. დიზაინერისთვის კი ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნივთი მარგალიტის ყელსაბამი იყო.

5 ნივთი, რომელიც ,,კოკო შანელის აზრით” ყველა ქალბატონს უნდა ჰქონდეს | შენი სილამაზე

  1. ტვიდის მოსაცმელი

დიზაინერის თქმით, ტვიდის მოსაცმელი ყოველთვის ელეგანტურად და მდიდრულად გამოიყურება. ამიტომაც ქალებს ურჩევდა, რომ საბაზისო გარდერობში ამ ნივთისთვისაც დაეთმოთ ადგილი.

5 ნივთი, რომელიც ,,კოკო შანელის აზრით” ყველა ქალბატონს უნდა ჰქონდეს | შენი სილამაზე

  1. დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი და ჩანთა

კოკო შანელის თქმით, ხარისხიან დაბალქუსლიან ფეხსაცმელსა და ჩანთაზე ფულის დახარჯვა არ უნდა დაგვენანოს. დიზაინერი თვლიდა, რომ ეს ნივთები ქალების გარდერობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ეკონომია ბევრი მიმართულებით გავაკეთოთ, მაგრამ, როგორც კოკო შანელი ამბობდა, ამაზე ფულის დაზოგვა ნამდვილად არ ღირს.

“ცუდ გემოვნებას საზღვარი აქვს, მხოლოდ კარგი გემოვნებაა უსასრულო.” – ამბობდა დიზაინერი.

წყარო: https://www.beaumonde.ge/

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები