ორშაბათი, აპრილი 20, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგისასამართლომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ თანამშრომლებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა

სასამართლომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ თანამშრომლებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა

25/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელეს. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა – ოთხივე ბრალდებულს გირაო შეეფარდა, თუმცა შუამდგომლობით 1 ბრალდებულისთვის 15 000-ლარიანი გირაო იყო გათვალისწინებული, დანარჩენ სამზე კი 10 000-ლარიანი. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს 5 ათასი ლარით ნაკლები გირაო შეეფარდათ.


საქმე ეხება კოვიდპანდემიის პერიოდში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის (220 ათას ლარზე მეტი) მოტყუებით დაუფლებასა და სამსახურებრივ სიყალბეს. გამოძიება პროკურატურამ ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის საფუძველზე დაყრდნობით დაიწყო. ბრალდებულები ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ.


გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სერგო მეთოფიშვილმა მიიღო და აღნიშნულით პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ზურაბ ამაშუკელს, ალექსანდრე ბელოუსოვს და აკაკი ნოზაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5-000 5000-ლარიანი გირაო, თენგიზ არჩვაძეს კი 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

პროკურატურა ზურაბ ამაშუკელის, ალექსანდრე ბელოუსოვისა და აკაკი ნოზაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-10 000-ლარიანი გირაოს, თენგიზ არჩვაძეს მიმართ კი 15 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შუამდგომლობდა.

თავის მხრივ, ადვოკატები ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. კერძოდ, აკაკი ნოზაძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, მინიმალურის, 2 000 ლარის გირაოს გამოყენებას, ზურაბ ამაშუკელის ადვოკატი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით 2000 ლარს სთავაზობდა, ალექსანდრე ბელოუსოვის უფლებადამცველი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ 3 000 ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

რაც შეეხება თენგიზ არჩვაძეს, მას ადვოკატი არ ჰყავდა და ის მისამართლეს 3 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას სთხოვდა, რათა აღნიშნულის გადახდა შეძლებოდა.

“მაქსიმალურად ვცდილობ გამოძიებას მივეხმარო, მიმალვის საფრთხე არ არსებობს, გამოძიების ეტაპზე 3-ჯერ დავტოვე საზღვარი და უკან დავბრუნდი”,- განაცხადა არჩვაძემ.

ზურაბ ამაშუკელს, ალექსანდრე ბელოუსოვს და აკაკი ნოზაძეს სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე აქვთ ბრალი წარდგენილი. რაც შეეხება თენგიზ არჩვაძეს, მას თაღლითობას, თაღლითობის მცდელობას და ყალბი დოკუმენტის დამზადებას ედავებიან.

ცნობისთვის, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, სამშენებლო სამუშაოების ყოფილ ტექნიკურ ზედამხედველს და ყოფილ ინჟინერ-მშენებელს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი სიყალბე), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხოლო შპს „ნიუმშენის“ ყოფილ დირექტორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება), სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა) და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება) წარედგინა, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ამავე საქმის ფარგლებში სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული არიან რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდივიდუალური მეწარმე. ირაკლი გვაზავას, ლევან გიგოლაშვილსა და გიორგი ყეინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.